პოლიტიკა

ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ აქვს ერთი ხაზი, დამუნათება და მორალური ტერორი ოპოზიციის მიმართ - უგულავა

22.10.20 16:40


ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშს ეხმიანება.


უგულავას თქმით, ეს ანგარიში კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება ცდილობს ოპონენტების დამუნათებასსა და მორალურ ტერორს.

 

„ანგარიში კრიტიკულია პირველ რიგში ხელისუფლების მიმართ, გუშინდელი შემთხვევაც ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება ხელიდან არ უშვებს არცერთ მოვლენას, მათ შორის ისეთ ტრაგიკულ მოვლენას, როგორიც გუშინ მძევლების აყვანა იყო და იქაც კი დაიწყო მძევლების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და შემდეგ ოპოზიციურად განწყობილი მძევლის დემონიზაცია, რაც პრაქტიკულად კატასტროფის ნიშანია, ეს არის მორალური ტერორი ადამიანზე, რომლის სიცოცხლე ისედაც ბეწვზე კიდია.

 

ამას ჩვენ ვხედავთ მთლიანი კამპანიის განმავლობაში, ტროლებს, ბოტებს და მორალური ტერორის სხვადასხვა ინსტრუმენტებს, ძირითადად კონცენტრირებულია ხელისუფლების ხელში და როგორ ორკესტრირებულად, მნიშვნელობა არ აქვს რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, თავისი ხაზი აქვს და ეს არის ერთადერთი ხაზი, წინასაარჩევნოდ, დამუნათება და მორალური ტერორი ოპოზიციის მიმართ.

 

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად ვერაგი არის მთავრობაში მოკალათებული ქართული ოცნება, რომ მათთვის არ არსებობს არანაირი წითელი ხაზი, მათ შორის სახელმწიფოებრიობისთვის აუცილებელი წითელი ხაზები.“ - განაცხადა უგულავამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები