პოლიტიკა

მეზვრიშვილი: მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვის დაწესება ამ ეტაპზე არ განიხილება

23.10.20 11:30


მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვის დაწესება არ განიხილება.

 

ინფორმაციისთვის, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა. დღეს კი, სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მკაცრი რეკომენდაცია გაიცა, რომ პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 24562 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 9751 გამოჯანმრთელებულია, 183 გარდაცვლილი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები