პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ ალბათ, გადავალთ იმ რეჟიმში, როცა ინფიცირების ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული მაჩვენებელი

23.10.20 11:45


ჩვენ ალბათ, გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული მაჩვენებელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, არსებობს კონკრეტული მოდელი, რომელსაც სამინისტრო მიჰყვება და ინფექციის გავრცელების პროგნოზს აკეთებს, რაც მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სისტემას საშუალებას აძლევს, როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ისევე პირველადი ჯანდაცვის სექტორში, კორონავირუსით დაავადებულებს მომზადებული შეხვდნენ.

 

„დღეს გვაქვს მაღალი მაჩვენებელი. ეს არის მოლოდინი და სწორედ იმიტომაც ვცდილობთ ღია კომუნიკაციას, რომ მოსახლეობისთვის ეს არ იყოს შემთხვევითობა და შესაბამისად, ამან არ გამოიწვიოს მოსახლეობაში ზედმეტი მღელვარება.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს არაერთი მოდელი და ამ მოდელის ერთ-ერთ კონკრეტულ ფაზას ჩვენ მივყვებით და უკვე პრაქტიკამ გვაჩვენა, თუ რომელი მოდელის მიხედვით ვითვლით პროგნოზულად, რაც შემდეგ დღეს ნამდვილად მართლდება, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჰოსპიტალურ სექტორში, ისევე როგორც პირველად ჯანდაცვის სექტორში ვხვდებით ინფიცირებულებს მაღალი მზაობით. დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. თქვენ იცით, რომ ჩვენ დავამატეთ მიმღები ზარის რამდენიმე ობიექტი, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე, რის შედეგადაც, ნამდვილად, გაუმჯობესდა პაციენტებზე მონიტორინგი. მე არ ვგულისხმობ ხარისხობრივ მონიტორინგს, არამედ ვგულისხმობ რაოდენობრივს, ვინაიდან სწორად ნაწილდება უბნის ექიმებზე პაციენტების რაოდენობა და შესაბამისად, მათი ჩართულობა მეტად გააქტიურებულია. გუშინდელი დღის განმავლობაში ჩვენ ვმართეთ 3446 საქმე. აქედან პრობლემური - 340 საქმე, რომელიც კოვიდინფიცირებულების ჯანმრთელობას ეხებოდა და კონკრეტულად ჩვენთან დაკონტრაქტებული ოჯახის ექიმების მხრიდან ნაწარმოები იქნა 749 საქმე,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

მისივე თქმით, ქუთაისსა და აჭარაში საკმაოდ დადებითი დინამიკაა გამოჯანმრთელებისა და კლინიკიდან გაწერის მიმართულებით. მინისტრის მონაცემებით, გუშინ ქუთაისის რეგიონში 118 პაციენტი გაეწერა, ხოლო აჭარაში 181 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები