საზოგადოება

ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

23.10.20 13:40


ზუგდიდში, ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

 

ადგილზე ორი ნიღბიანი პირი, დანით შეიარაღებული მივიდა და მუქარის შედეგად სალაროდან ნავაჭრი თანხა წაიღო.

 

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ადგილზე ტაქსით მივიდნენ, რომლის მძღოლიც ასევე მუქარით დააშინეს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები