პოლიტიკა

ავჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

23.10.20 15:00


ავჭალაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ავჭალაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც ერთი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

 

როგორც შემთხვევის ადგილიდან „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი იუწყება, ამ წუთებში ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ქუჩა, სადაც მკვლელობა მოხდა, გადაკეტილია და ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები