პოლიტიკა

კახა კალაძე: წინა ხელისუფლებას შექმნილი ჰქონდა ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო

23.10.20 16:40


„გადამოწმებადია ყველაფერი. შეგვიძლია ვნახოთ რა ხდებოდა წინა წლებში და გავაკეთოთ რიცხვების შედარება. უბრალოდ, მაშინ შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო და ყველაფერი კარგი ხდებოდა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კრიმინალი და დანაშაული იყო. ძალიან მარტივია ამის გადამოწმება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მომხდარი თავდასხმა, რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იყოს.

 

„რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როცა კრიმინალი ხდება, ამას მთელი მსოფლიო ებრძვის. ჩვენც ყველაფერი უნა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ეს კონკრეტული შემთხვევა გამოძიებული და ბოლომდე იყოს მიყვანილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძარცველის მოთხოვნა შესრულდა და მან ტერიტორია ნახევარი მილიონი დოლარითა და მანქანით დატოვა.

 

ამ დროისთვის, თავდამსხელის ადგილსამყოფელის დასადგენად ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები