პოლიტიკა

მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურების წესი იცვლება

23.10.20 17:00


თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურების წესი იცვლება.

 

როგორც ხმალაძემ 23 ოტომბერს სატრანსპორტო რეფორმის მორიგ პრეზენტაციაზე განაცხადა, მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება, რომელიც ახლა მგზავრთა რაოდენობაზეა დამოკიდებული, ფიქსირებული გახდება.

 

„ახლა მძღოლის შემოსავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის მგზავრებს [აიყვანს]. შესაბამისად, ხდება გრაფიკიდან გადაცდომა“, – თქვა მან.

 

ხმალაძის თანახმად, ამჟამად მიკროავტობუსების მძღოლები „თავიდან ნელა ატარებენ, რათა რაც შეიძლება მეტი მგზავრი ჩასვან და მგზვრების რაოდენობა ყოველთვის არის გადაჭარბებული“.

 

ვიცე-მერის თანახმადვე, ანაზღაურების ახალი სქემა „მოახდენს იმის პრევენციას, რომ არ მოხდეს მიკროავტობუსის გრაფიკიდან გადაცდომა და მგზავრების ფეხზე დგომა, ანუ რაოდენობის გადაჭარბება“.

 

„ჩვენ ახალი სისტემით მძღოლებს ხელფასს მივცემთ ფიქსირებულად და გრაფიკიდან გადაცდომას და მგზავრთა რაოდენობას გავაკონტროლებთ GPS-ისა და მგზავრების მთვლელების მეშვეობით“, – თქვა მან.

 

ამასთან, ხმალაძის თანახმად, ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, რომელთა პრეზენტაციაც დღეს გაიმართა და რომლებიც თვის ბოლოდან ივლიან ქალაქში, გადახდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით იქნება შესაძლებელი.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები