ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი პროდუქციის 95 %-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე შევა

13.09.16 16:40


ჩვენი პროდუქციის და მომსახურების 95 %-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ორი დღის წინ დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და ეს არის უპრეცედენტო შედეგი, რომელიც საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ერთად მიაღწია.

მისივე განმარტებით, ყველა პროდუქტი ჩინეთის ბაზარზე ნულოვანი ტარიფით შევა.

„ჩვენ მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე დავასრულეთ 7 თვეში და ძალიან მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელიც მივიღეთ აღნიშნული მოლაპარაკებებიდან.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროდუქციის და მომსახურების 95 %-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე - ის ძირითადი პროდუქტები, რომლებიც ჩვენ ყველას ძალიან გვაინტერესებს. ეს არის ჩვენი ღვინო, მინერალური წყლები და აგროპროდუქტები, რომელიც საქართველოს გააჩნია. ყველა ეს პროდუქტი ჩინეთის ბაზარზე შევა ნულოვანი ტარიფით, ყოველგვარი გარდამავალი ეტაპის გარეშე“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 1153


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები