პოლიტიკა

ექვს დღეში ოლიგაქი დამარცხდება სამეგრელოში, ეს არის ხალხის ნება - ნიკა მელია

26.10.20 10:00


ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" ლიდერების შეხვედრა გაიმართა. ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა ნიკა მელიამ, რომელმაც თქვა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში ოლიგარქის დამარცხება ხალხის ნებაა.

 


"სამეგრელომ არაერთხელ შეიფარა საქართველო. შეიფარა დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და თავისუფლება როცა ის განიდევნა საქართველოს დედაქალაქიდან. ამის შემდეგ 2003 წელს თავისუფლების და დამოუკიდებლობის გზაზე დააყენა საქართველო და ახლა ექვს დღეში ოლიგაქი დამარცხდება სამეგრელოში. ეს არის ხალხის ნება, ხალხის ნება არის წინსვლა გამარჯვება და ჩვენი შვილებისთის უკეთესი საქართველოს შემონახვა" - თქვა გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ.

 

ნიკა მელია ამბობს, რომ ადამიანების სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ, ვერავინ გაუნელა ქართველებს.

 

"ქვეყანას რომელსაც ჰყავს ამდენი გულანთებული ქართველი, ეს ქვეყანა არის უკვე გამარჯვებული. არის და იქნება გამარჯვებული. მიუხედავად ძალიან მძიმე წლებისა.

ჩემო ოჯახის წევრებო, ურთულესი ძალიან რთული რვა წელი გამოვიარეთ. ერთად მხარდამხარ არ ვშორდებოდით ერთმანეთს, ცდილობდნენ ჩვენს დაჩაგვრას, გვაპატიმრებდნენ, გვდევნოდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, მაგრამ ვერ გაანელეს სწრაფვა ჩვენი, უკეთესი მომავალი საქართველოსკენ. ვერ შეასუსტეს ბრძოლის ჟინი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები