პოლიტიკა

სოფელ კლდეისში ოჯახის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დავაკავეთ – შსს

26.10.20 10:30


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 23 ოქტომბერს, ქვემო ქართლში, სოფელ კლდეისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. სამინისტროს ცნობით, ბრალდებულებმა ბედიანის ხეობის მიმდებარედ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მცხოვრები ცოლ-ქმარის, ჩინეთის და ავსტრალიის მოქალაქეების სახლში მოტყუებით, უკანონოდ შეაღწიეს.

 

“ლ.ი.-მ და ი.კ.-მ ცოლ-ქმარს და მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 16 100 ლარს, ლეპტოპს, მობილურ ტელეფონებს და შემთხვევის ადგილიდან ჯ.ფ.-ის კუთვნილი ავტომობილით მიიმალნენ.


სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი მომხდარიდან მალევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიტოვებული იპოვეს”, – წერია განცხადებაში.

 

შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ბრალდებულის მიერ ყაჩაღობის გზით დაუფლებული თანხის ნაწილი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი ამოიღო.

 

სამინისტროს ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები