პოლიტიკა

კახა კალაძე - წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს - დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები მაღალ შეფასებებს მიიღებს

26.10.20 12:20


თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ და თანაბარ პირობებში მიმდინარეობს.

 

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა, თუმცა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ეს არჩევნები მაღალ შეფასებებს მიიღებს.

 

„წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თანაბარ პირობებში ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და ეს ასეც ხდება. მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. სამწუხაროა, ის ცალკეული შემთხვევები, რაც გვქონდა - დაპირისპირებები, იყო ჟურნალისტზე თავდასხმის მომენტები, რაც კატეგორიულად მიუღებელია. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და ყველა მხარდამჭერს - ძალადობა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები მიიღებს მაღალ შეფასებებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები