პოლიტიკა
26.10.20 15:40
რუსეთმა აუცილებლად უკან უნდა წაიღოს აღიარება. მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ურთიერთობის მოწესრიგებაზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გორში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, არაღიარების პოლიტიკას, რომელიც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ხელშესახები შედეგები მოაქვს.
„ორმა ქვეყანამ ჩვენი აქტიური ჩართულობით უკან წაიღო აღიარება, ეს პროცესი არ გაჩერდება. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ, რომ რუსეთი დარჩეს მარტო, მაგრამ რუსეთმა აუცილებლად უკან უნდა წაიღოს აღიარება. ურთიერთობის მოწესრიგების სხვა გზა არ არსებობს. ეს გზა იმ წითელ ხაზზე გადის, რაც დაკავშირებულია დეოკუპაციასთან.
მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ურთიერთობის მოწესრიგებაზე.
ჩვენ აუცილებლად ჩვენს სამომავლო პროგრამაში უზრუნველვყოფთ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას და კონსოლიდაციას. უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს დღისწესრიგი მუდმივად იდგეს ყველა ჩვენი საერთაშორისო თუ სტრატეგიული პარტნიორის რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში.
აუცილებლად გამოვაცოცხლებთ ჟენევის მოლაპარაკების პროცესს“,-აღნიშნა ზალკალიანმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2024 წელს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე გააკეთებს განაცხადს.
„ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ, ჩვენი განცხადებები გამყარებულია საქმით. წინა ხელისუფლების პერიოდში ხმამაღალი განცხადებები კეთდებოდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, მაღალი მოლოდინები იქმნებოდა. სამწუხაროდ, შედეგები მიღწეული არ იყო, რაც საზოგადოების იმედგაცრუებას იწვევდა“,-განაცხადა ზალკალიანმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 388
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24
-
გურამ მაჭარაშვილი - სუვერენიტეტის შეზღუდვა სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება
11:3922.04.24
-
11:1522.04.24
-
10:4022.04.24
-
სუს-ი - მთელი ღამე მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები
10:0022.04.24
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24