პოლიტიკა

"ოცნების“ ხელისუფლებაზე უკადრებელს დღეს არავინ კადრულობს - დავით ჭიჭინაძე

26.10.20 17:00


პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე,აცხადებს რომ სუს- მა დიდი ხანია დაკარგა რეალური ფუნქცია და პოლიტიკურ პოლიციად გადაკეთდა და უსაფრთხოებაზე ზრუნვის ნაცვლად დასდევენ ოპოზიციურ პარტიებს.მისითვე თქმით, „ოცნების“ ხელისუფლებაზე უკადრებელს დღეს არავინ კადრულობს. მათ 10 მილიონი ისე გააქრეს არაფერი დაუხარჯავთ არც ჯანდაცვაზე და არც სამუშაო ადგილების შექმნაზე.

 

„სუს- მა დიდი ხანია დაკარგა რეალური ფუნქცია და პოლიტიკურ პოლიციად გადაკეთდა.

 

და იმის მაგივრად, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნონ, პოლიტიკოსებს დასდევენ და ოპოზიციურ პარტიებს ებრძვიან.

 

პოლიტიკურ პოლიციაზე დაყრდნობილი ყველა ხელისუფლება კი როგორ ასრულებს, ზუსტად ვიცით, ასე რომ, ზუსტად მასევე დაასრულებს „ოცნების“ ხელისუფლება.

 

ისე, „ოცნებას“ არჩევნებში მონაწილეობის მორალური უფლებაც კი არ აქვს, რადგან რეალურად რამის გაკეთება კი არა, დაპირბებიც კი არარ გააჩნიათ ადამიანებისთვის.

 

ისე აღმოვჩნდით წითელ ზონაში, პასუხი არავის აქვს ან ეკონომიკას რა უშველონ, ან იმ ადამიანებს, ვინც ბოლო თვეებში სიღატაკისთვის გაწირეს და ყველანაირი პერსპექტივა წაართვეს.

 

მოკლედ, „ოცნების“ ხელისუფლებაზე უკადრებელს დღეს არავინ კადრულობს.

 

ეგ კი არა, ხელისუფლებაში რომ არიან, უკვე ეგეც უკადრებელია!

 

10 მილიარდი ისე გააქრეს, ამ საერთო გასაჭირის ჟამს, არაფერი დახარჯულა არც ჯანდაცვაზე, არც სამუშაო ადგილების შექმნაზე.

 

თავადაც მხოლოდ კომენტატორებად გადაიქცნენ და არახუნებენ ციფრებს.

 

გამოსავლის მოძებნის ნაცვლად კი, ისევ შიდა ბრძოლები აქვთ გამართული, სხვადასხვა მეთოდებით როგორ შეინარჩუნონ ხელისუფლება და განაგრძონ ხალხის გატყავება“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები