პოლიტიკა
26.10.20 17:20
„გაერთიანებული ოპოზიცია - ნაციონალურმა მოძრაობამ“ კახეთში თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი წარადგინა.
როგორც წარდგენაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, „გაერთიანებული ოპოზიციის“ გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.
„ლევან ბეჟაშვილმა გადააქცია მოძველებული, ჩამყაყებული კომინისტური, ბოლშევიკური კანტორა თანამედროვე აუდიტის სამსახურად. გიორგი ბოტკოველი დღე და ღამე მუშაობდა იმაზე, რომ კახეთში მშრომელ ადამიანს საშუალება ჰქონოდა ოჯახი კი არ შეენახა, ამაყად მდგარიყო ფეხზე. კარგად დაფიქრდით, კარგად გაითვალისწინეთ, რაც 9 წლის განმავლობაში ნახეთ და რაც 8 წლის განმავლობაში ნახეთ და როცა შეადარებთ, გულით, სინდისით და გონებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მიიღეთ, რადგან ალტერნატივა გაერთიანებულ ოპოზიციას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების, თუ გვინდა ნორმალური, განვითარებული, ცივილიზებული საქართველო ვნახოთ, არ არის“,- განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძის თქმით, კახეთში ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერ გაკეთდა.
„ყვარელში რომ შემოდიხარ, ცენტრში კიდევ ერთხელ ხედავ, რომ თუ რამე გაკეთდა კახეთში, ყველაფერი გაკეთებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის გუნდის მიერ. როდესაც მიშამ თქვა, არამარტო უცხოელი ტურისტები, არამედ ქართველები დაისვენებენ კახეთშიო, მაშინდელი ოპოზიციის ქილიკი გახსოვთ. ზუსტად იმ დროიდან დაიწყო კახეთში ყურძნის მწარმოებლის ღვინის მწარმოებლად გადაქცევა, ქვევრის გაცოცხლება, რომელიც ჩვენი კულტურის უზარმაზარი ნაწილია, ხელოვნებამდე აყვანა ღვინის წარმოების, შატოების გახსნა, ავსტრიიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან ტურისტების ჩამოსვლა და სამწუხაროდ, აფრენილ ჩიტს რომ ტყვიას მოარტყამ, ისე გაჩერდა ყველაფერი 2012 წელს. ქიზიყში არ ყოფილა ბატონ-ყმობა, 21-ე საუკუნეში დაგვიწესეს ბატონ-ყმობა.
თქვენებურად, კახურად შემოჰკარით და გადავაგდოთ ეს ბატონ-ყმობა, რომ ჩვენს შვილებს მომავალი დავუბრუნოთ“,- განაცხადა ვაშაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24