ანალიტიკა

ვისაც საქართველოდან ყარაბაღის  ომში წასვლა სურს, წავიდეს, ოღონდ ავტომატურად დატოვოს საქართველოს მოქალაქეობა და უკან არ მობრუნდეს!

28.10.20 15:20


წლეულს 28-29 სექტემბერს სომეხი ეროვნების მოქალაქეებმა აქტიური მოქმედებები დაიწყეს, რათა გაერღვიათ საქართველო-სომხეთის საზღვარი და წასულიყვნენ ყარაბაღში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ საბრძოლველად. სომხები ინტერნეტ სივრცეში და მედიაში გავრცელებულ ვიდეო-სიუჟეტში პირდაპირ უცხადებდნენ ქართველ მესაზღვრეებს: ტურისტებად კი არ მივდივართ, ომში უნდა ჩავებათ აზერბაიჯანის წინააღმდეგ და დავეხმაროთ უსამართლოდ დაჩაგრულ ჩვენს ძმებს ყარაბაღშიო.

 

როგორც ცნობილი გახდა, სომეხი ბოევიკების რეგისტრაცია ხდებოდა ნინოწმინდასა და ახალქალაქში არა დამალულად, არამედ ღია ცის ქვეშ- ვლადიმერ და გაიოს გარსლიანების სახელობის სტადიონზე ნინოწმინდაში  და ახალქალაქის ცენტრში-იქაც სტადიონის ტერიტორიაზე. ეს „სასიამოვნო“ სიახლე შემდეგ სიხარულით გააზიარეს სომხეთის საინფორმაციო საშუალებებმა. სომხური მედია საშუალებებით ცხადი გახდა, რომ ისინი დიდ იმედებს ამყარებდნენ სამცხე-ჯავახეთიდან წამოსულ სომეხ მებრძოლებზე, საქართველოს ტერიტორიიდან, ჯავახეთიდან, სადაც დღესდღეობით უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თვით ყარაბაღის რაიონში...

 

ამ სტატიის მიზანი, თავისთავად ცხადია, არ გახლავთ ეროვნული ან ეთნიკური შუღლის ან ღვარძლის გაღვივება. მე ვცდილობ დავხატო სურათი, როგორც ილუსტრაცია, რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო და შესაბამისი უწყებები არ მოახდენენ დროულ და კანონით გათვალისწინებულ რეაგირებებს მსგავს ფაქტებზე.

 

ფაქტი კი დღეს დღეობით ასეთია: სომხური ნაციონალიზმი სამცხე ჯავახეთს განიხილავს, როგორც „ძირძველ სომხურ „მიწას“ და მას ჯავახკს“ უწოდებს.

 

 წლევანდელი წლის 28/29 სექტემბრის მოვლენები ისე განვითარდა, რომ თავისთავად ცხადია, ქართულმა მხარემ სომხური მოხალისეები საბრძოლველად არ გაატარა სტრატეგიული მეგობარი და მეზობელი აზერბაიჯანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სომეხი მოხალისე მებრძოლების საომარი აღტყინება ამით ჩაცხრა. საჭიროების და ყოველ შესაძლებელ შემთხვევაში, ისინი შეეცდებიან თავიანთ სისხლისმიერ ძმებს- სომხებს უკომპრომისო ომში აზერბაიჯანთან ყველანაირი გზით და ხერხით დაეხმარონ და იპოვონ გზები ყარაბაღში გადასასვლელად.

 

საქართველოდან უკვე არიან წასული სომეხი მებრძოლები ყარაბაღის ომში.

 

უბრალო მსჯელობას რომ მივყვეთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აზერბაიჯანი გაიმარჯვებს ამ ომში თუ სომხეთი, მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოდან წასული ბოევიკები ხომ უკან, თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან, მერე კი ომის შედეგების მიუხედავად, საქართველოს წინააღმდეგ იქნებიან განწყობილნი, ოღონდ ამჯერად, ომიდან დაბრუნებულნი, ომგამოვლილნი და შეიარაღებულნი, რაც ყველაზე უარესი სცენარი, რომ წარმოვიდგინოთ, იმ საშინელებების გაგრძელება იყოს, რაც მოხდა აფხაზეთში ბაგრამიანის ბატალიონის მიერ და რაც ხდება დღეს: როგორც დასტურდება, აფხაზეთში, სოხუმში, ამჟამად აფხაზზე მეტი სომეხი ეროვნების რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს.

 

ახლახანს სოციალურ ქსელში აღმოჩნდა ვინმე კარენ ოვანესიანის მოწოდება, სადაც ნათლად არის წარმოდგენილი სომხური სეპარატისტული აჯანყების გეგმა სამცხე-ჯავახეთში. ის გულისხმობს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზების სომეხი ექსტრემსტების კონტროლ ქვეშ მოქცევას.

 

ამ საშიშროების შესაძლებლობას გვიმტკიცებს ის ფაქტიც, რომ როგორც ცნობილია, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებობს საიდუმლო მიწისქვეშა იარაღის საწყობები რუსული ბაზების იქ ყოფნის პერიოდიდან. ეს შესანიშნავად იციან იქ მყოფმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განწყობილმა ცალკეულმა ჯგფებმა, რომელთა შორის, ცხადია, სამცხე ჯავახეთის მთელ მოსახლეობას არ მოვიაზრებთ. ჩვენ სეპარატისტებზე და მოღალატეებზე ვსაუბრობთ, როგორებიც საქართველოს სომხურ მოსახლეობაში კი არა ქართული ეროვნების მოქალაქეებშიც მრავლად არიან, ჩვენ და სამწუხაროდ მოკლედ, სურათი სავალალოა და შედეგები ჩვენი სახელმწიფოსთვის არც თუ სახარბიელო შეიძლება ღმოჩნდეს. ეს თუნდაც ვინმე კარენ ოვანესიანის ფეისბუქ-პოსტიდანაც ცხადი ხდება. იგი წერს: იქ სადაც თურქული და აზერბაიჯანული ინვესტიციები არსებობს, იმ ობიექტების წინაარმდეგ, შესაძლებელია, მოხდეს ტერაქტები და დივერსიებიო.

 

სომეხი სეპარატისტების ერთ-ერთი წარმომადგენელი ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია ვაჰაგან ჩახალიანი, რომელიც დაპატიმრებული იყო სეპარატისტული საქმიანობის გამო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი იარაღის უკანონო შრნახვა/ ტარებისთვის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის და მასობრივი ღონისძიებების ორგანიზებისთვის, დღეს თავისუფალია. იმ მასშტაბური პოლიტიკური ამნისტიის ტალღას გამოყვა ქართული საპატიმროდან.

 

2017 წელს ვაჰაგან ჩახალიანმა ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას: ( ჩვენ მოგიწოდებთ: საქართველომ არ უნდა დაიცვას აზერბაიჯანის და თურქეთის ხელმძღვანელობა, ჩაგვბარდეს კუმურდოს ტაძარი და 465 ე.წ. ქართული ეკლესია აღიარეთ სომხური კულტურის ძეგლებად თორემ ჯავახეთის სომხების მწვავე უკმაყოფილებას მიიღებთო).

 

ჩვენ რა თქმაუნდა, არ ვიცით, რა გზებით და საშუალებებით მოახერხეს ვაჰაგან ჩახალიანმა და სხვა სომეხმა ბოევიკებმა ყარაბაღში გადასვლა, მაგრამ ფაქტი ერთია/ ისინი უკვე იბრძვიან ამ ომში. ვაჰაგან ჩახალიანმა ახლახანს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ფოტოები, სადაც ადასტურებს, რომ ის ჯავახეთის სხვა მეომრებთან ერთად ოკუპირებულ ყარაბაღში იმყოფება.

 

 ახლახანს გავრცელდა დასუზუსტებელი ინფორმაცია, რომ თითქოს და ჩახალიანი იმ ომში მოკლეს, რაც ჩვენი აზრით სიმართლეს არ შეესაბამება.

 

„დავბრუნდებით და ბრძოლა ეროვნული ღირებულებებისთვის კიდევ უფრო დიდი იქნება“, წერდა ახალახან თავის ფეისბუქ გვერდზე ჩახალიანი.

 

რას ნიშნავს ეს?

 

ყველაზე ცუდი „ სიზმარი სოხუმში უკვე ნანახი გვაქვს“.

 

 რას უნდა ველოდოთ მომავალში, თუკი სეპარატისტულ გამოვლინებებს კანონის ფარგლებში არ მოვაქცევთ?! შედეგები ყველასთვის ნათელი იქნება, თუნდაც ამ წერილში მოქცეული მცირე რაოდენობის მაგალითების საფუძველზე.

 

 შექმინილი სიტუაციის ანალიზისთვის მივმართოთ პოლიტიკოს ექსპერტს სოსო მანჯავიძეს. სოსო მანჯავიძე: „ჩვენ ჩვენი ტერიტორიული პრობლემები გვაქვს და არ გვსურს ახალ საომარ ექსკალაციაში ჩაბმა. სხვათაშორის სომხეთის სახელმწიფო მუდმივად ჩვენს საწინაარმდეგო რეზოლუციებს აწერს ხელს და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის უარმყოფელებს ეთანხმება.

 

საქართველოს ხელისუფლება აბსოლიტურად სწორად მოიქცა, როცა დერეფანი გადაკეტა სამხედრო ტერიტორიებისთვის.

 

ვისაც საქართველოდან ყარაბაღის ომში წასვლა სურს წავიდეს, ოღონდ ავტომატურად დატოვოს საქართველოს მოქალაქეობა და უკან არ მობრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გაექცევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

 სომეხ სეპარატისტებს ვურჩევ: დაანებონ თავი ცრუ სომეხი ისტორიკოსების ლეგენდების ჰეროიზაციას. იცხოვრონ ნორმალურად იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ.

 

 რა „ჯავახკი“  და რის ავტონომია. ეს გამოიწვევს იმას, რომ ახალი უბედურება მოხდება და შედეგი მათთვის იქნება ნული.

 

სომხები ახლა უნდა ცდილობდნენ, გაათბონ ურთიერთობები მეზობლებთან და ბრიყვი ბლოგერების ჭკუაზე არ იარონ.

 

დღეს უფრო მძიმე სიტუაციაა მათთვის ვიდერ ჰგნოიათ.

 

მათ და სამწუხაროდ, ისინი აჰყვნენ ფუჭ იმედებს და ამას შეეწირა უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე.

 

ეს ჩვენ უკვე გამოვიარეთ და თუ გონიერები არიან, უნდა ესწავლათ ჩვენს მაგალითზე.

 

80 მილიონიანი თურქეთი და 10 მილიონიანი აზერბაიჯანი სრულად გაანადგურებს სომხეთს, რომელიც ოზილირებულია რეგიონში 2მილიონიანი მოსახლებით.

 

სომხები რუსეთის იმედით და არაადეკვატური წარმოდგენებით იწყებენ პროვოკაციებს, ამას დამატებული სამცხე ჯავახეთის არეულობა ანუ ჩვენთანაც იფუჭებენ საქმეს/ მაქსიმალურად ცდილობენ დააზიანონ ჩვენი ინეტერესები, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ა.შ. ყველასთან გაფუჭებული აქვთ ურთიერთობა და ბოლოს რუსეთთანაც დაკარგეს ნდობა, როცა მოახდინეს ის ე.წ. „ფერადი რევოლუცია“. რას ელოდებოდნენ ამ რევოლუციით/ წარმოუდგენელია, სრული აბსურდი და გაუგებარია ეს. გამოუცდელი ახალგაზრდა სომეხი ბიჭები ეწირებიან მათი მთავრობის უპასუხისმგებოლას და უაზრო ავანტურას. სჯობს რეალობა გაითვალისწინონ.

 

 

ირანდა კალანდაძე

საერთო გაზეთი

წაკითხულია : 685


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები