პოლიტიკა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი - თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

29.10.20 14:00


იმედი გვაქვს, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და ადამიანებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრმა კეროლ ბიურო-ბონადრიმ ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

მისივე თქმით, როგორც შეიტყვეს, 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ბევრი კანდიდატი მონაწილეობს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათ შორის გარკვეული დაძაბულობაა.

 

„ამ დაძაბულობის ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა „ფეიკ ნიუსი“ ან სოციალური მედია იყოს, ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება. იმედი გვაქვს, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და ადამიანებს არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ,“- განაცხადა ფრანგმა პოლიტიკოსმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმაზე იმსჯელეს, თუ რამდენად სრულყოფილად ხდება იმ წესების განხორციელება, რომელიც თავისუფალი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფადაა აუცილებელი.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები