პოლიტიკა

გიორგი გახარია: ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპი უკვე ამოქმედდა

29.10.20 14:20


ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი, რომელიც 1-ლი ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდს ითვალისწინებს, უკვე ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე ვრცელდება.

 

„როგორც ადრე დავაანონსეთ, ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპი, 1-ლი ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) უკვე ამოქმედდება:

 

1. ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება - 200 კვტ. სთ-მდე - 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს.

 

2. წყლისა და დასუფთავების გადასახადის ანაზღაურება.

 

3. გაზის საფასურის ანაზღაურება - 200 მ3-მდე - 650 ათას ოჯახს.

 

• სურვილის შემთხვევაში მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა დახმარებაზე თქვას უარი.

 

• გლობალური კრიზისის ფონზე ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ“, - აღნიშნულია პრემიერის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები