პოლიტიკა

ლევან ვაშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ - ირაკლი კობახიძე

29.10.20 15:20


ქაღტული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის დესტრუქციულ განზრახვაში შედის ინროფმაციის გავრცელებაც, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვართან ჩამოდის. მისი თქმით, ოპოზიციის ნებისმიერი გეგმა წარუმატებელი იქნება:

 

გვაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვაშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ.

 

ამგვარი იდეები მხოლოდ ვაშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს და ზემოხსენებული რისკებისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ეს განზრახვა სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი დესტრუქციული განზრახვა ისეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, როგორც ეს მოხდა 2016, 2017, 2018, 2019 წლებში", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ირაკლი კობახიძე გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ ოპოზიცია გეგმავს ყალბი ვიდეოების გავრცელებას, რომ მისი წარმომადგენლები გადატრიალებისთვის ემზადებიან, ამასთან დაკავშირებით შექმნილი აქვთ დამატებითი შტაბები და ა.შ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები