პოლიტიკა

პრემიერი - ჩვენ გვახასიათებს, რომ როდესაც გაჭირვება და ბრძოლაა, სწორედ მაშინ არის გაერთიანებაც და ეს გაერთიანება დღეს განსაკუთრებით გვჭირდება

29.10.20 17:20


საერთოდ ჩვენ გვახასიათებს, რომ როდესაც გაჭირვება და ბრძოლაა, სწორედ მაშინ არის გაერთიანებაც და ეს გაერთიანება დღეს განსაკუთრებით გვჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატის ბექა ოდიშარიას წარდგენაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყოველდღიური გეგმა აქვს თუ რა უნდა გააკეთოს არჩევნების შემდეგ იმისთვის, რომ ევროპულ სტანდარტებთან და ფასეულობებთან საქართველოს მაქსიმალური დაახლოება მოხდეს.

 

„ჩვენ მთელი საქართველო მოვიარეთ და მინდა გითხრათ, რომ ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ ვიგრძენით, არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს ზუსტად ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ბოლო 8 წლის განმავლობაში - პირველ რიგში ადამიანის ღირსების გაფრთხილებით, პირველ რიგში ადამიანი უნდა იყოს ჩვენი ყურადღების ცენტრში.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მომდევნო 4 წელი იქნება გამოწვევებით სავსე და ყველა კარგად ხედავს, რომ არაორდინალურ გარემოში გვიწევს ამ კამპანიის ჩატარება - პირბადეებით და ბევრი სხვა შეზღუდვებით. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ის თუ როგორ გამოვიარეთ ჩვენ ბოლო 5-6 თვე - არის ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა მომავალი ეკონომიკური განვითარების წინაშე და ეს ის შესაძლებლობაა, როდესაც შესაძლოა ეს კრიზისი ვაქციოთ თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის შესაძლებლობად. ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ისე, როგორც ძალიან ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო და რა არის ამის ყველაზე დიდი საფუძველი?! ამის საფუძველია ჩვენი ერთიანობა. ჩვენ საერთოდ გვახასიათებს, როდესაც გაჭირვება და ბრძოლაა, მაშინ გაერთიანება, განსაკუთრებით ეს გაერთიანება გვჭირდება დღეს, როდესაც სულ რამოდენიმე დღეში ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები