პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ

29.10.20 18:00


„დავემშვიდობოთ ბიძინას“ - ამ მოწოდებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.

 

მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდება, სადაც სცენაა მოწყობილი.

მხარდამჭერებს მოგვიანებით სიტყვით პარტიის ლიდერები მიმართავენ.

 

„დღეს არის ბოლო შემაჯამებელი აქცია და ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ ვართ ბევრნი და მისი ხელისუფლება 31ოქტომბრის არჩევნებზე დამარცხდება“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები