პოლიტიკა

ალექსანდრე მოწერელია: მოსახლეობაში იგრძნობა ჩემი და მმართველი გუნდის უდიდესი მხარდაჭერა

30.10.20 10:30


„ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილში, თამარ მეფის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

 

„ქალაქ მარტვილში თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლებთან ემოციური შეხვედრა მქონდა. ამ ქუჩაზე ცხოვრობენ ჩემი ყოფილი პედაგოგები შაქრო ხუნწელია და შურა გარბანელიძე. ასევე შევხვდი ჩემს კლასელებს. დღევანდელმა შეხვედრამ ჩემი მარტვილში ცხოვრების საუკეთესო წლები გამახსენა“, - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

 

მოწერელიას თქმით, მოსახლეობაში იგრძნობა მისი და მმართველი გუნდის მხარდაჭერა.

 

„მოსახლეობაში იგრძნობა ჩემი და მმართველი გუნდის უდიდესი მხარდაჭერა. ამ ადამიანებთან არაერთხელ მქონია საქმიანი და უშუალო შეხვედრები და მომავალშიც ერთმანეთის გვერდით დგომით, მრავალ სასიკეთო საქმეებს გავაკეთებთ“, - განაცხადა შეხვედრაზე ალექსანდრე მოწერელიამ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები