პოლიტიკა

"ხაზგასმით ვუსამძიმრებ ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს...ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები" -გახარია გორში მომხდარ ავტოავარიაზე

30.10.20 11:45


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გორის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილების ოჯახებს უსამძიმრებს.

 

„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ, გორის მახლობლად დატრიალდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს. მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შეგახსენებთ, შემზარავი ავარია გორში ,გვიან ღამით მოხდა, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა დაშავებულია 11 ადამიანი. მიკროავტობუსისმგზავრები სამეგრელოში თბილისიდან ბრუნდებოდნენ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები