პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საერთაშორისო შემფასებელ მისიას ხვდებიან

30.10.20 12:40


ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საერთაშორისო შემფასებელ მისიას ხვდებიან. როგორც შეხვედრამდე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, მისიის წევრებს ინფორმაციას მიაწვდიან იმ დარღვევებზე, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოხდა.

 

მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრებენ მოსყიდვის, ზეწოლისა და სხვა დარღვევების ფაქტებზე. "ვისაუბრებთ იმ დარღვევებზე, რომელიც ბოლო პერიოდშია. ესაა მოსყიდვა, ზეწოლა ჩვენი კომისიის წევრებზე, ფულის დარიგება, პირადობების ჩამორთმევა ადამიანებისთვის, რომ არ მივიდნენ და ხმა არ მისცენ. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მასწავლებლებზე, სკოლის დირექტორებზე, ბაღის გამგეებზე ზეწოლა, ძალადობა, რომელიც ბევრჯერ ვნახეთ და ზოგადად, ის დამოკიდებულება რომელიც ხელისუფლებას აქვს- ეს არის ნიაღვარი აბსოლუტურად გაუგებარი პროპაგანდის და ტალახის სროლის ოპოზიციაზე და არაფრის შეთავაზება საზოგადიებისთვის",- განაცხადა კაპანაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები