პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს

30.10.20 13:00


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

„მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

 

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანია გარდაცვლილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები