პოლიტიკა

პრემიერი: იქნება წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ არა „ლოქდაუნი“

30.10.20 14:20


მთავრობა ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სააკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება მოსალოდნელია, მაგრამ მკაცრი, სისტემური შეზღუდვები, რომელიც ეკონომიკას კიდევ დააზარალებს, არ იქნება.

 

„ქვეყანაში, სისტემური „ლოქდაუნი“ არ იქნება. იქნება მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები, რადგან პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს ნებისმიერ წარმატებას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ ეკონომიკას მინიმალურ ზიანს მივაყენებთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

როგორც პრემიერმა განმარტა, სამწუხაროდ, მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი რეკორდულად იზრდება და ევროპის 8 ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელმა უკვე 1 მლნ-ს გადააჭარბა.

 

მან მოსახლეობას ღია და დახურულ სივრცეში პირბადის ტარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

„ვატაროთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ნებისმიერ სივრცეში, რადგან პირბადის გამოყენებასა და ვირუსის გავრცელების შენელებას შორის პირდაპირი კავშირია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 19 810 და გარდაცვლილია 285 ადამიანი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები