პოლიტიკა

გიორგი გახარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს შესაძლოა, სამართლებრივი შეფასება მიეცეს

30.10.20 14:40


პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს შესაძლოა, სამართლებრივი შეფასება მიეცეს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ გამოხატვის თავისუფლება ზღვარს გავა და კანონდარღვევაში გადაიზრდება, სამართალდამაცვოი სისტემა სწრაფად, ეფექტურად და კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.

 

„ის, რაც გუშინდელი აქციის დროს ლიდერმა განაცხადა, ეს იყო ფაქტობრივად კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება, თუმცა, სადღაც შორიდან „სკაიპით“ ჩართული ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებას შესაძლოა სამართლებრივი შეაფასებაც მიეცეს, თუმცა, ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება. ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის მიღწევა. შესაბამისად, ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. თუმცა, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება ზღვარს გადის და კანონდარღვევაში გადაიზრდება, რა თქმა უნდა, სამართალდამაცვოი სისტემა სწრაფად, ეფექტურად და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს“,-განაცხადა გახარიამ.

 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიმართვისას ხელისუფლება გააფრთხილა, რომ გაყალბების შემთხვევაში, მკაცრ პასუხს გასცემს.

 

„პასუხი არ იქნება უკან დახევა და დაჩმორება. გაყალბებაზე პასუხი იქნება ღირსება, შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ძალიან სწრაფად ხელში აღება. პირადად, პასუხი გაგეცემა ძალიან მკაცრად“, - მიმართა სააკაშვილმა ივანიშვილს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები