პოლიტიკა

გახარიას ცნობით, აზერბაიჯანსა და საბერძნეთში არჩევნები ვერ ჩატარდება

30.10.20 15:20


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მისი ინფორმაციით, საბერძნეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

 

როგორც გახარია ამბობს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ადამიანების შემთხვევაში მათი კონსტიტუციური უფლება დაცული ყოფილიყო, თუმცა ისინი სუვერენული სახელმწიფოებია, რომელთა ტერიტორიაზეც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ან სურვილი, არ მოქმედებს.

 

“არ შეგვიძლია თუნდაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დავუყენოთ.

როგორც ვიცი აზერბაიჯანში ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია და იქ ვერ ტარდება უბრალოდ არჩევნები და [ასეა] საბერძნეთშიც მე როგორც ვიცი. ესპანეთზე არ ვიცი არაფერი. ეს ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო ფაქტი, რადგან დარწმუნებულნი ვართ როგორც აზერბაიჯანში, ასევე საბერძნეთსა და ესპანეთში “ქართული ოცნება” დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს,” – აცხადებს გახარია.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები