პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

30.10.20 15:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელეონა ჰოჯა გეიბრეას და დელეგაციის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

 

„პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციასთან შეხვედრისას, მოკლედ შეაჯამა საქართველოს დემოკრატიული რეფორმები, ისაუბრა საარჩევნო გარემოზე და საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის არსებითათ პროპორციული სისტემით, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად და 31 ოქტომბერს, მოქალაქეები ხმას უსაფრთხოდ მისცემენ საკუთარი ქვეყნის მომავალს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

როგორც ცნობილია, შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლის და არჩევნებზე დაკვირვებისთვის, განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები