პოლიტიკა

გიორგი გახარია - „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და იმედი მაქვს, 2024 წელს ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება

30.10.20 16:20


იმის გამო, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და უკვე გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და იმედი, მაქვს, რომ 2024 წელს ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიცია თავის ქმედებებში არათანმიმდევრულია.

 

„ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს 8 მარტის შეთანხმება. ოპოზიციამ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხად დააყენეს პროპორციული საარჩევნო სისტემა. ადამიანებმა, რომლებმაც იბრძოლეს და გვიმტკიცებდნენ, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისკენ იყვნენ მოწოდებულები. ადამიანებმა, რომლებმაც იბრძოლეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღებად და შემდგომ, 2024 წლიდან პროპორციული სისტემის. ეს ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ კოალიციას ქვეყანაში ყველაზე მსხვილ, ყველაზე რეიტინგულ ძალასთან არ შევქმნითო – სრული არათანმიმდევრულობაა.

როგორი არათანმიმდევრულობაა იცით? მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არევაა.

ლოგიკა არ არის. დარბოდნენ მთელ მსოფლიოში, შეაწუხეს ჩვენი პარტნიორები, უყვებოდნენ ათას ზღაპრებს, აზიანებდნენ ქვეყანას. მერე თქვეს, რომ მათ გაიმარჯვეს, მიაღწიეს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ხვალ არჩევნები გვაქვს და დღეს რაღაცას აწერენ ხელს და ამბობენ, რომ თურმე კოალიციის შექმნის წინააღმდეგები არიან. არათანმიმდევრულობის პიკია. იმის გამო, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავს, რომელიც ამას აკეთებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და უკვე გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და იმედი, მაქვს, რომ 2024 წელს ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა ფაქტობრივად გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ეს ათწლეულების განმავლობაში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო.

 

„რაც შეეხება კოალიციას, ერთი რამე უნდა გვესმოდეს – როგორც კი მმართველი პოლიტიკური ძალა თანხმდება იმაზე, რაც წლების განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო და ფაქტობრივად გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, პროპორციული საარჩევნო სისტემა ნიშნავს პირდაპირ კოალიციის შესაძლებლობას. ყველა ის, ვინც პოლიტიკაშია ყველას ესმის, რომ მსგავს მმართველობით და პოლიტიკურ სისტემაში კოალიცია ჩვეულებრივი მოვლენაა. საბედნიეროდ, 2020 წლის არჩევნებში ჩვენ ასეთი კოალიცია არ დაგვჭირდება. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, იქ უკვე სრულად პროპორციული სისტემა იქნება და შემდეგ ვისაუბროთ,“- განაცხადა პრემიერმა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები