პოლიტიკა

"ნოემბერ-დეკემბერში უნდა ველოდოთ შემთხვევათა ზრდას" - ამირან გამყრელიძე

30.10.20 18:00


საკოორდინაციო საბჭოზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მსოფლიოში კორონავირუსის მზარდ სტატისტიკაზე ისაუბრა და მისი შეფასებით სიტუაცია არასახარბიელოა. მისი ვარაუდით, ზამრთირს მოახლოებასთან ერთად შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.


"სიტუაცია ძალიან არასახარბიელოა დღეს ანტირეკორდია - 546 ათასი ახალი შემთხვევაა მსოფლიოში, აქედან ნახევარი სამწუხაროდ ევროპაშია.

გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 70%-ია, სიკვდილიანობა კი იზრდება, მაგრამ შეფარდებითი რიცხვი ახალ ინფიცირებულებთან სიკვდილიანობის დაკლებულია 2.6%-მდე. თუმცა, საფრანგეთის შემთხვევას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ აცივებასთან კორელირებს შემთხვევათა რაოდენობის ზრდა, ანუ ნოემბერ-დეკემბერში უნდა ველოდოთ შემთხვევათა ზრდას" - ამბობს ამირან გამყრელიძე.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები