ანალიტიკა

გურამ მარხულია „დიდი  სომხობა“  საქართველოში

03.11.20 18:50


გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო და სომხეთი მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სივრცეს ქმნიან. ქართველები და სომხები მსოფლიოს იმ ხალხთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის საუკუნეების მანძილზე იბრძოდნენ. ისტორიულმა ბედისწერამ ისე ინება, რომ უდიდესი ძალისხმევის ფასად ქართველმა ერმა თავისი სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა და საქართველოს სამეფოს დაშლის მიუხედავად, ცალკეული ქართული სამეფო-სამთავროების სახით XIX საუკუნის დასაწყისამდე მოაღწია. სომხებს სხვა ბედი ერგოთ წილად: საუკუნეების განმავლობაში არათუ სომხური სახელმწიფოებრიობის, არამედ სომხური ეთნოსის ყოფნა-არყოფნის საკითხიც კი მწვავედ იდგა. ძვ.წ. VI ს. დასაწყისში სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი ეთნოპოლიტიკური ცვლილებები მოხდა. 590 წელს მიდიელებმა ერთდროს ძლევამოსილ ურარტუს სახელმწიფოს ბოლო მოუღეს. ურარტუელთა ნაწილი აიყარა, ჩრდილოეთით, ქართული ტომებით დასახლებულ ტერიტორიაზე გადმოსახლდა და თანდათანობით მათში აითქვიფა.

ურარტუს ტერიტორიაზე სკვითური ტომები დასახლდნენ, მისი ძირითადი მოსახლეობა კი მცირე აზიის ცენტრალური ოლქებიდან აყრილ-გადმოსახლებულმა ფრიგიულ-ინდოევროპული ენის მატარებელმა სომეხთა წინაპარმა ტომებმა შეადგინა. ურარტუს სახელი ბიბლიიდან ცნობილმა არარატის მთამ შემოგვინახა, რომელიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა. შემდეგი მნიშვნელოვანი ეთნო-პოლიტიკური ცვლილება ამ რეგიონში ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის ნგრევას უკავშირდება. დიდი მხედართმთავრის გარდაცვალების შემდეგ იმპერიის ძირითადი ნაწილი მის ერთ-ერთ მხედართმთავარს სელევკს ხვდა, რომელმაც ისტორიული საქართველოს სამხრეთით დიდი სახელმწიფო ჩამოაყალიბა. თავდაპირველად, ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომელსაც მისი დამაარსებლის სახელის მიხედვით სელევკიანების სამეფოს ეძახიან, თითქმის მთელი წინა აზია, შუა აზია და ჩრდილოეთ ინდოეთი შედიოდა. ძვ. წ. II საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირებას ახალი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოჰყვა. ძვ. წ. 190 წელს რომის ლეგიონებმა ქ. მაგნეზიასთან ანტიოქოს III-ის ჯარები სასტიკად დაამარცხეს. ამის შედეგად სელევკიანების სახელმწიფო ძალზე დასუსტდა და მთელი მცირე აზია დაკარგა.  სელევკიანების დამარცხებით უპირველეს ყოვლისა სომხებმა ისარგებლეს _ იმპერიის სომეხმა სარდლებმა არტაშესმა და არტაქსატმა სამართავად გადაცემული ოლქები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადეს.

ასე პირველად შეიქმნა მცირე აზიასი  საქართველოს  მეზობლად  დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფოები ,,დიდი სომხეთისა” და ,,მცირე სომხეთის” სახით..

 

 მოგვიანებით, ძვ.წ. 95 წელს ,,დიდი სომხეთის” მეფემ, ტიგრან II-მ, ,,მცირე  სომხეთი” შეიერთა და სომხეთის ერთიანი სახელმწიფო ჩამოაყალიბა. ,,დიდი სომხეთის” მეფეებმა ქვეყნის ტერიტორიის გაფართოებისათვის ზრუნვა, ძირითადად ქართული მიწა-წყლის ხარჯზე, იმთავითვე დაიწყეს. სომხეთისა და ქართლის სახელმწიფოებს შორის ურთიერთდაპირისპირებისა და ბრძოლის პერიოდებს, მშვიდობიანი კეთილმეზობლური ურთიერთობისა და საერთო მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის პერიოდები ცვლიდა. ასე იყო IV-V საუკუნეებში, როდესაც ქართლი და სომხეთი სპარსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ. 428 წელს სპარსეთის მიერ სომხეთში მეფობის გაუქმების შემდეგ სომხები თავიანთ იმედებს ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალზე ამყარებდნენ და ბრძოლის ველზე მის ლაშქართან ერთად გამოდიოდნენ.

 

ვახტანგ გორგასალმა 482 წელს სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო, მაგრამ  ღალატის  გამო  ერთობლივი გამოსვლა  ვერ შედგა. რასაც მოყვა 428 წელს სომხეთის  სამეფოს  გაუქმება. სამეფო ხელისუფლების არასებობის  გამო  სომეხი ხალხის ცხოვრებაში სომხური ეკლესიის როლი განსაკუთრებით გაიზარდა.

 

პრაკტიკულად  სომეხი ერის მმართველ  ძალად  ეკლესია მიიჩნეოდა,  სომხები სადაც სახლდებოდნენ იქ ეკლესიებს  აშენებდნენ,  უნდა  აღინიშნოს  რომ  ეკლესიას  უფრო პოლიტიკური მისია  ეკისრებოდა  ვიდრე სულიერი.

 

 როგორც ცნობილია, 451 წელს ქ.ქალკედონში IV მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა, რომელიც მონოფიზიტობისა და დიოფიზიტობის საკითხს მიეძღვნა.

ხანგრძლივი კამათის შემდეგ ქრისტიანობის ჭეშმარიტ მიმართულებად დიოფიზიტობა გამოცხადდა, ხოლო მონოფიზიტები მწვალებლებად აღიარეს.

ქართული ეკლესია დიოფიზიტურ მრწამსზე იდგა, რაც შეეხება სომხეთს, რადგან უშუალოდ სპარსეთის შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო ეს უკანასკნელი ბიზანტიის საპირისპიროდ მონოფიზიტობას უჭერდა მხარს, სომხური ეკლესია იძულებული გახდა მონოფიზიტობაზე გადასულიყო.

 

       VII საუკუნის დასაწყისში სომხეთის ეკლესიამ გადაწყვიტა ქართლის ეკლესია დიოფიზიტობაზე  გადაეყვანა და ამ გზით მასზე თავისი გავლენა გაევრცელებინა.

მონოფიზიტობა-დიოფიზიტობის თაობაზე ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის დიდი კამათი გაჩაღდა, რის შესახებაც ცნობები სომხურმა საეკლესიო მიმოწერათა კრებულმა ,,ეპისტოლეთა წიგნმა” შემოგვინახა. სომეხთა კათალიკოსი ქართლის ეკლესიის მწყემსმთავარს, კირიონს, ჭეშმარიტი რწმენის ღალატში სდებდა ბრალს.

კათალიკოსი კირიონი პასუხობდა, რომ ქართლის ეკლესიას მრწამსი არ შეუცვლია და ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან გადახვევაში სომხურ ეკლესიას ადანაშაულებდა.

სომხურმა ეკლესიამ მიზნის მისაღწევად ყველა გზას მიმართა. თავდაპირველად, ქართველ მღვდელმთავრებს შორის განხეთქილების შეტანას და კირიონ კათალიკოსისადმი დაპირისპირებას შეეცადა, ხოლო როდესაც ეს ცდა ამაო გამოდგა, ქართლის ერისმთავარსა და წარჩინებულებს მიმართა. მათ ქართველ და სომეხ წარჩინებულთა შორის ახლო ნათესაური კავშირები შეახსენა, რომელსაც საეკლესიო განხეთქილება დიდ ზიანს მოუტანდა. ასეთი მიმართვის მიუხედავად, ქართლის ერისმთავარმა და წარჩინებულებმა კირიონ კათალიკოსს დაუჭირეს მხარი. ამის შემდეგ  სომხეთის ეკლესია დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ქართლს სპარსეთის შაჰის რისხვით დაემუქრა. მაგრამ სპარსეთს მაშინ სამხრეთ კავკასიისთვის არ ეცალა.

მაშინ სომეხთა კათალიკოსმა აბრაამმა 608 წელს ,,საყოველთაო ეპისტოლე” გამოსცა, რომლითაც სომხებს ქართველებთან ყოველგვარი ურთიერთობა აუკრძალა, გარდა ვაჭრობისა.

 

          მაშასადამე როცა ქალკედონის მსოფლიო კრებას მიემხრო ქართველობა და ამით სარწმუნოებრივად ქართველები და სომხები ერთმანეთს  დაშორდნენ, სომხებმა ცალკე კრება მოიწვიეს დვინში და განაჩენი გამოიტანეს. ამ განაჩენის მიხედვით, სომეხთა მაშინდელმა პატრიარქმა აბრაამმა ასე შეაჩვენა და კრულვა-წყევლას მისცა ქართველობა:

 

         “ჩვენ დავწყევლეთ და პირქვე დავამხეთ ქართველთა კათალიკოსი კირიონი და ქართველებზე  ვბრძანებთ, რომ  სომხებმა ამის შემდეგ არ იქონიონ არავითარი მისვლა-მოსვლა ქართველებთან, არავითარი ურთიერთობა, არც ლოცვითა, არცა ჭამა-სმითა, არც მეგობრობითა და არც შვილების აღზრდით; არ გაბედონ წასვლა სალოცავად არ სახელგათქმულ მცხეთის ჯვარისა, არც მანგლისის ჯვარისა, არ მისცენ ნება სიარულისა ჩვენს ეკლესიებში, ერიდნენ იმათთან დამოკიდებულებას ცოლ-ქმრობისას, ნება ეძლევათ მხოლოდ აღებმიცემობა იქონიონ, როგორც ურიებთან. ვინც ამ ბრძანებას გადავა, წყეულიმცა არს იგი სულითა და ხორცითა და ყოვლის ცხოვრებითა”.   აღსანიშნავია  რომ ეს წყევლა  დღემდე არავის მოუხსნია.

 

 

განხეთქილების მიზეზებს იმთავითვე იკვლევდნენ როგორც ქართველი, ისე სომეხი საეკლესიო მოღვაწეები. შემორჩენილია X საუკუნის სომეხი ეპისკოპოსის უხტანესის თხზულება ,,ისტორია განყოფისა ქართველთა სომეხთაგან” და XI საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწის არსენ საფარელის თხზულება ,,განყოფისათვის სომეხთა ქართველთაგან”, რომლებშიც ადრეული ხანის ავტორთა შრომებიც აისახა.

საეკლესიო განხეთქილების შემდეგ მრავალი სომეხი დიოფიზიტად დარჩა და გაქართველდა, ისევე როგორც სომხეთის საზღვრებში მცხოვრები ქართული მოსახლეობის ერთმა ნაწილმა დიოფიზიტობა მიიღო და გასომხდა.

 

VII საუკუნიდან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სპარსეთის ბატონობა არაბთა ბატონობამ შეცვალა. ამ პერიოდში სომხებმა არაბებს ხარკისა და გადასახადების აკრეფაში დახმარება შესთავაზეს ისევე როგორც სპარსელები, არაბებიც მონოფიზიტობას უჭერდნენ მხარს. სომხები  არაბების დროშის  ქვეშ  თავიანთ ეროვნულ საქმეებსაც  აკეთებდნენ  თან  აკრეფილ  ხარკის  ნაწილსაც უმალავდნენ არაბებს.

 

VII-VIIIსს. მიჯნაზე რანსა და ჰერეთში დიდმა ქალკედონურმა აჯანყებამ იფეთქა, რომლის სათავეში რანის მართლმადიდებელი ქართველი დედოფალი სპრამი და რანის კათალიკოსი, ფარული ქალკედონიტი, ბაკურ-ნერსე იდგნენ. მათ გააძევეს მონოფიზიტი მღვდელმთავრები და ქალკედონური მრწამსი აღადგინეს. მაშინ, სომეხთა კათალიკოსმა არაბებს მოუხმო. არაბებმა აჯანყება ჩაახშეს, დედოფალი სპრამი და კათალიკოსი შეიპყრეს, ბორკილები დაადეს და ცხენით ათრიეს. არაბების ასეთი ზეწოლის მიუხედავად, ჰერეთის მოსახლეობის ერთმა, ქართლის მოსაზღვრე მხარეში მცხოვრებმა ნაწილმა, ქალკედონიტური მრწამსის აღდგენა და ქართლის ეკლესიის წიაღში დაბრუნება მაინც შეძლო. არაბთა ბატონობა ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა სომხებს თანამედროვე სირიის, ლიბანის, ერაყის და ეგვიპტის ტერიტორიებზე დასახლებულიყვნენ; მათ აითვისეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ირანი. არაბთა მფლობელობის უკანასკნელ ხანაში, IX-X საუკუნეებში, საქართველოსა და სომხეთში ახალი სამეფო-სამთავროები აღმოცენდა. სომხეთში ბაგრატუნებმა ჩამოაყალიბეს შირაქის სამთავრო, რომელსაც აშოტ I ბაგრატუნის (859-890) მიერ 885 წელს მეფის ტიტულის მიღების შემდეგ შირაქის სამეფო ეწოდა. მისი დედაქალაქი ანისი იყო. თითქმის იმავდროულად, 888 წ. ადარნასე ბაგრატიონმა ,,ქართველთა მეფის” ტიტული მიიღო და ძველი ქართლის სამეფოს მიწა-წყალზე პრეტენზია განაცხადა. ახალი ქართული სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბების შემდეგ, ქართული მიწა-წყლის გაერთიანებისათვის ბრძოლა გაჩაღდა, რომელიც ძირითადად ქართლის დაუფლებისათვის წარმოებდა. IX ს. დასასრულისათვის  ამ ბრძოლაში სომეხი მეფეებიც ჩაებნენ და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. მათ ქვემო ქართლის ერთი ნაწილი, მათ შორის ტაშირი, ანუ ,,ქართველთა ველი” დაიკავეს, რის გამოც აშოტ I ბაგრატუნი თავს ,,სომეხთა და ქართველთა მთავარს”, ხოლო მეფის ტიტულის მიღების შემდეგ ,,სომეხთა და ქართველთა მეფეს” უწოდებდა. ამით სომხება  საქართველოს  ისტორიულ ტერიტორიაზე სომხეთის სამეფო შექმნეს, ეს  ყველაფერი  არაბთა  დროშის  ქვეშ  ხდებოდა. X ს. მეორე ნახევარში შირაქის ანუ ანისის სამეფოს დასავლეთით ვანანდის ანუ ყარსის ვასალური სამეფო გამოეყო, რომლის პოლიტიკური ცენტრი ციხე-ქალაქი კარი (ამჟამად ქ.ყარსი) იყო. მის ჩრდილოეთით, სომხეთის მეფეების მიერ დაუფლებულ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, ალგეთის ხეობასა და ბამბაკ-ერევნის ქედს შორის, X ს. 70-იან წლებში, ტაშირ-ძორაგეტის ქართულ  ტერიტორიის ხარჯზე  მეორე სომხური სამეფო ჩამოაყალიბეს. მისი ძირითადი მოსახლეობა ქართული იყო,  მაგრამ  ჩამოსახლებული და  გადასახლებული სომხობაც  ნაკლობას  არგანიცდიდა.  ხოლო დედაქალაქი _ ძველი ქართული ციხე-ქალაქი სამშვილდე  გახდა. ამ პოლიტიკურ წარმონაქმნს ქართველები სომხითს ეძახდნენ და ეს სახელი ამ მხარეს საქართველოს საზღვრებში დაბრუნების შემდეგაც შერჩა.   ასე  საქართველოს  ისტორიულ ტერიტორიაზე  შეიქმნა  ორი სომხური სახელმწიფო   ასე დაიწყო  „დიდი  სომხობა“ საქართველოში. ქართული ეკლესიები და მონასტრები  სომხურად  გამოცხადდა  შესაბამისად  წირვა ლოცვა ქართულის  ნაცვლად  სომხურ ენაზე  მიდიოდა,  ქართულ სოფლებს და დასახლებულ   ადგილებს   სომხური  სახელები დაარქვეს და ასე  ნელნელა  იკარგებოდა ქართული ტოპონიმიკა საქართველოს  ისტორიულ   რეგიონებში. მალე  ქართულმა მოსახლეობამაც იკლო  ასე  შემცირდა ქართველი ერის  ეთნიკური  სივრცე,  ამ დროიდან მოყოლებული  სომხურმა ეკლესიამ და  სომეხმა ისტორიკოსებმა   ყველაფერი  გააკეთეს  იმისათვის  რომ ქართველებს დაევიწყებინათ  თავისი  სამშობლოს  ეს  კუთხეები.  მალე  „დიდ  სომხობა“  „დიდი  თურქობით“  შეიცვალა  და  ქართველობას   სომეხთა  ავაზოკობის  წინააღმდეგ  ბრძოლისთვის არეცალათ.

 

     X ს. 70-იან წლებში ერთ-ერთი ქართული სამფლობელოს, იმიერ ტაოს მეფემ, დავით III კურაპალატმა, ბიზანტიის კეისრისადმი დახმარების სანაცვლოდ მისგან ,,ზემო ქვეყნები” მიიღო, რომელშიც ბასიანი, კარნუქალაქი (ამჟ. ქ.არზრუმი) და კიდევ უფრო სამხრეთით, მდინარეების არაქსისა და ევფრატის სათავეები შედიოდა.

დავით III აღმოსავლეთ მცირე აზიაში არაბებისაგან სომხურ მიწებს ათავისუფლებდა და ამ მიწებზე სომხებსა და ქართველებს ასახლებდა. სომხური მიწების გათავისუფლებამ მას სომხებში დიდი სახელი მოუხვეჭა. XI ს. სომეხი ისტორიკოსი ასოღიკი მას ასე ახასიათებდა: ,,ლმობიერებით და მშვიდობის მოყვარეობით დავითი ჩვენი დროის ყველა ხელმწიფეებს აღემატებოდა. მისი წყალობით დამყარდა მშვიდობა და კეთილდღეობა აღმოსავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით სომხეთსა და საქართველოში”. ქართველთა სამეფოსათვის არაბებისაგან გათავისუფლებული სომხური მიწების მნიშვნელოვანი ნაწილის შემოერთების გამო სომხურ წყაროებში ის ,,ქართველთა და სომეხთა კურაპალატად” იწოდება. ამდენად, ქართველი მეფეები მეზობელ, მოძმე სომეხ ხალხს მფარველობდნენ. 1045 წ. ბიზანტიის იმპერიამ სომეხთა ანისის სამეფო გააუქმა. სომხებმა ანისში საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის (1027-1072) დედა, დედოფალი მარიამი მიიწვიეს, რადგან, მათი აზრით, საქართველო წინა აზიაში ერთადერთი ქრისტიანული ქვეყანა იყო, რომელსაც იმჟამად შეეძლო ბიზანტიას დაპირისპირებოდა. ამასთან, დედოფალი მარიამი სომეხთა სამეფო საგვარეულოების არწრუნებისა და ბაგრატუნების შთამომავალი იყო.

მისი მამა სენექერიმი ვასპურაკანის უკანასკნელი მეფე, დედა კი ანისის უკანასკნელი მეფის გაგიკ II ბაგრატუნის (1042-1045) მამიდაშვილი იყო. ბაგრატ IV სომეხთა წინადადებას დათანხმდა და 1045 წელს დედასთან ერთად ანისში დიდი ლაშქარი გაგზავნა. სამწუხაროდ, ამჯერად საქართველომ ანისი დიდხანს ვერ შეინარჩუნა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სომეხი ხალხი თავის იმედებს საქართველოს უკავშირებდა და საქართველოც მზად იყო მოძმე და მეზობელი ხალხის გამო ძლევამოსილ ბიზანტიას დაპირისპირებოდა საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის (1089-1125) მიერ ქვეყნის თურქ-სელჩუკებისაგან გათავისუფლების პერიოდში, 1118 წელს მოხერხდა ძველი ქართული ციხე-ქალაქის ლორეს განთავისუფლება. ამის შემდეგ მან თავის ტიტულს ,,მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა (ჰერთა) და კახთა” ,,სომეხთა მეფის” (იგულისხმება ტაშირ-ძორაგეტის სამეფო) ტიტულიც დაუმატა. თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში ქართველთა წარმატებებმა სომხებს მუსლიმთა ბატონობისაგან გათავისუფლების იმედი აღუძრა. 1124 წლის აგვისტოში ანისელმა სომხებმა დავით IV აღმაშენებელი ქალაქში მიიწვიეს და შადადიანი ამირების ბატონობისაგან გათავისუფლება სთხოვეს. საქართველოს მეფე ანისისაკენ გაემართა, მძიმე ბრძოლის შემდეგ სელჩუკთა სამოც წლიანი ბატონობისაგან ქალაქი გაათავისუფლა და საქართველოს შემოუერთა. სომეხი მემატიანის, მათეოს ურჰაეცის ცნობით, ბიზანტიელი დედოფლის კატრონიტეს მიერ აგებული ანისის მთავარი ტაძარი, რომელიც იმჟამად მეჩეთად იყო გადაკეთებული, დავითმა კვლავ ქრისტიანული წესით აკურთხებინა და იქვე დაკრძალული დედოფლის საფლავს სამჯერ ჩასძახა: ,,გიხაროდეს წმიდაო დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმა შენი საყდარი უსჯულოთა ხელთაგან. დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული სომხები საქართველოში გადმოასახლა და გორში დაამკვიდრა. იმჟამად სომხები წინა აზიის ვაჭრობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, ამიტომ მეფეს სურდა მათი მფარველობითა და ხელშეწყობით ვაჭრობა-ხელოსნობა საქართველოშიც განევითარებინა.

 

 

 საქართველოს აქტიურობა სამხრეთით მომდევნო ხანებშიც გრძელდებოდა. თამარ მეფის (1184-1213) დროს საქართველომ კვლავ შემოიერთა მცირე ხნით დაკარგული ანისი, ასევე დვინი, გააქტიურდა კარისა და არზრუმის საამიროების მიმართულებითაც, რაც კარის ქვეყნის და ქ.კარის (ამჟ. ქ.ყარსი) შემოერთებით დასრულდა. ცნობილია ანისის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კედელზე 1218 წელს შესრულებული საქართველოს კათალიკოს ეტიფანეს მოწოდება ანელი მართლმადიდებელი ქართველი მრევლისადმი, რომელსაც ანისის სომეხი ეპისკოპოსი გრიგოლი და ქალაქის ამირა ვაჰრამი ამოწმებენ: ,,მკუიდრნო ამის ქალაქისანო ქართველნო!.. ყოველსა ზედა უფროსად საღმრთოი (იგი) სიყუარული ერთმან ერთისაი მოიგეთ და ამით მიეცით სასურვო საღმრთოთა მცნებათა. ესე მე ეტიფანეს კათალიკოზსა ჩემითა ხელითა დამიწერია, ოდეს ანის ეკლესიანი ვაკურთხენ”. თამარ მეფის დროს საქართველოში სომხური ფეოდალური საგვარეულოების წარმომადგენლებიც დაწინაურდნენ, რაც სომხური მიწების საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შესვლამ განაპირობა. ასეთ დაწინაურებულთა შორის აღსანიშნავია მხარგრძელთა გასომხებული ქურთული საგვარეულო. სარგის მხარგრძელი თამარ მეფის დროს საქართველოს ჯარის მხედართმთავარი იყო. შემდეგ ეს თანამდებობა მის შვილებს ზაქარიას და ივანეს ეპყრათ. ივანე მხარგრძელი მართლმადიდებლობაზეც მოექცა, ხოლო ზაქარია ბოლომდე სომხურ სარწმუნოებაში დარჩა. XIII საუკუნის 20-იანი წლებიდან საქართველოს მძიმე დრო დაუდგა. 

მონღოლების მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, მას ვასალური მუსლიმური ქვეყნები ჩამოსცილდა, ხოლო სომხური თემები კვლავ მის შემადგენლობაში დარჩა. ამ დროსაც მიმდინარეობდა სომეხთა გადმოსახლება საქართველოს შიდა მხარეებში, თუმცა მას შიდამიგრაციული პროცესის სახე ჰქონდა. საქართველოს მოსახლეობა, რომელიც არც თვითონ იყო დალხინებული, სომხეთიდან აყრილ-დარბეულ და გაჭირვებაში ჩავარდნილ თანამოძმეებს თანაგრძნობით შეხვდა. სომხები საქართველოს არამარტო საიმედო თავშესაფრად, არამედ თავიანთი საქმიანობის გაშლის ასპარეზადაც თვლიდნენ. სომეხ ვაჭართა მოზიდვითა და მათთვის პრივილეგიების მინიჭებით მონღოლები აქ თავიანთი ბატონობისათვის საყრდენი ბაზის შექმნას ცდილობდნენ. ბევრმა სომეხმა დიდვაჭარმა და მედროვემ, როგორებიც იყვნენ შადინი, ენუქ არქუნი, სადუნ მანკაბერდელი, სწორედ მონღოლების დროინდელ საქართველოში ჰპოვა ფართო ასპარეზი. XIV საუკუნეში, ისევე როგორც ადრე, საქართველოსთან შემოერთებული სომხური პროვინციების, მათ შორის, ანისის, დვინის, ერევნის და სხვ. მოსახლეობა ქართულ სახელმწიფოებრიობას მშობლიურად აღიქვამდა. ასეთი შეგნება სომეხ ხალხში შემდეგაც, საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. 1336 წლის ერთ-ერთი ხელნაწერის მინაწერში ნათქვამია:

,,მე, ტერტერი, უღირსი მწერალი, რომელმაც ეს წიგნი დავწერე, მოვედი საქართველოდან, ეჩმიაძინის მეზობელი შესანიშნავ ქალაქ ერევნიდან...”. ამრიგად სომეხი გადამწერი ერევანს საქართველოს ქალაქად თვლიდა. თემურლენგის შემოსევების დროს, როგორც ისტორიკოსი ვ.ნალბანდიანი წერდა, მოძმე ქართველი ხალხი, მიუხედავად თავისი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობისა, შემწეობის ხელს უწვდიდა უფრო მძიმე პირობებში მყოფ სომეხ ხალხს, რომელიც სახელმწიფოებრიობას მოკლებული იყო. სომხებისთვის საიმედო თავშესაფარს საქართველო წარმოადგენდა, სადაც მოძმე ქართველი ხალხის სტუმართმოყვარე კედლებში, მის ჭერქვეშ შეიძლებოდა უზრუნველი ცხოვრება ეპოვა კაცს. იმდროინდელი რთული ვითარების შესახებ სომეხი მემატიანე თოვმა მეწოფეცი წერდა: 1432 წელს ,,სასტიკი შიმშილი დაიწყო ჩვენს ქვეყანაში, როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა შორის, ისე, რომ შეჭამეს ძაღლები და კატები, გვამები, ცხენები, ვირები, ჯორები და აქლემები. აღარაფერი რომ არ დარჩათ, მაშინ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს მიმართეს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ... ფარულად და აშკარად ათასი კაცი შეჭამეს... მორწმუნენი ზამთრის ჟამს არარატის გავარიდან აიყარნენ და საქართველოსაკენ გასწიეს”. თემურლენგის შემოსევების ხანაში თურქმანებმა საქართველოს სომხური მხარეები, მათ შორის ქალაქი ანისი წაართვეს.

ამავე დროს თურქმანები ქვემო ქართლში ლორეს ციხესაც დაეუფლნენ და ამ მხარეშიც ფეხი მოიკიდეს, რაც საქართველოსთვის დიდი დანაკარგი იყო. მისი სამხრეთი საზღვარი მოირღვა და თურქმანთა თავდასხმებისგან დაუცველი დარჩა.

მრისხანე შუააზიელი დამპყრობლის სიკვდილის შემდეგ საქართველოს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით თურქმანული ტომები გაუმეზობლდნენ. საქართველოს მეფემ, კონსტანტინე I-მა (1407-1411), 260 თურქმანებისაგან გაწმინდა ქართლი, შემდეგ სევანის ტბის დასავლეთი სანაპირო და ანისის ჩრდილო-აღმოსავლეთი მიწები და ეს ტერიტორია შემოიერთა. ისევე როგორც XI საუკუნეში, ახლაც მომთაბარეებმა სომხეთში თითქმის მთლიანად დაიკავეს საარსებო სივრცე, რაც მოსახლეობის იძულებით მიგრაციას იწვევდა. XIV ს. ბოლოსათვის მდიდარი ტრადიციების ქ.ანისი უღიმღამო სოფელს დაემსგავსა, ხოლო დვინი საერთოდ გაქრა.

1417 წელს გადაწერილი ერთ-ერთი სომხური ხელნაწერის ანდერძ-მინაწერში გადამწერი მათეოს მონაზონი თურქმანთა მიერ მოკლული კონსტანტინე I-ის დაღუპვის შესახებ დიდი გულისტკივილით წერდა, რასაც იმით ხსნიდა, სომხებს მეფე არა გვყავს და მის მაგივრად მიგვაჩნდაო იგი”. საქართველოს მეფემ, ალექსანდრე I-მა (1412-1442), ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ 1431 წელს ლორეს მხარე კვლავ შემოიერთა. ამ ფაქტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მეზობელ სომხებზე, რომლებიც თურქმანებთან ბრძოლაში საქართველოს იმედის თვალით შეჰყურებდნენ. იმჟამად თურქმანები სომხებს სამშობლოდან ცეცხლითა და მახვილით ერეკებოდნენ. დევნილი სომხები თავს კვლავ საქართველოს მხარეებს _ ტაო-კლარჯეთს, სამცხე-ჯავახეთს, ლორეს მხარეს აფარებდნენ. ისინი მრავლად ჩასახლდნენ საქართველოს ქალაქებშიც _ თბილისში, გორში, ახალციხეში, დმანისში.

მეფემ თურქმანთაგან დევნილ სიმამრს ბეშქენ ორბელიანს ლორეს მხარე უწყალობა და მისი ქვეშევრდომი 6 ათასი კომლი სომეხიც იქვე დაასახლა. XV ს. ბოლოს სომეხთა კათალიკოსი სარგისიც იძულებული გახდა ეჩმიაძინი დაეტოვებინა და თავი ლორეს მხარისთვის შეეფარებინა. ყოველ შემთხვევაში, 1499 წლიდან ის უკვე ახპატის მონასტერშია. XIV-XV სს. საქართველოში მრავლად ჩნდება სომხური კულტურის კერები, სადაც დევნილმა სომხებმა სასულიერო და სამწერლობო მოღვაწეობა გააჩაღეს. ასეთი კერები გაჩნდა თბილისში, გორში, უფლისციხეში, ახალციხეში, კრწანისში, კიკეთში, ვარდისუბანში, ლორეში, თმოგვში, თორთუმში, ოლთისში, ბასიანში და სხვ. იმჟამად საქართველოში გადაწერილ ბევრ წიგნს დართული აქვს მინაწერი, რომელშიც სომეხთა მწარე ხვედრია აღწერილი. ამ მინაწერებიდან კარგად ჩანს, თუ რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველომ სომეხთა გადარჩენის საქმეში. ლორეში დამკვიდრებული ერთ-ერთი სომეხი მოღვაწე 1438 წელს გადაწერილი წიგნის მინაწერში გვაუწყებს: ,,დავაწერინე ეს წიგნი უცხო ქვეყანაში, საქართველოში, ოვანეს მღვდელს, ახპატის მონასტერში... საქართველოში ალექსანდრეს მეფობისას, ლორეს მხარეში ერისთავთ-ერისთავის პატრონის ბეშქენ ორბელიანის უფლობაში”. სოფელ ვარდისუბანში შეხიზნული სომხები მადლობას სწირავენ თავიანთ მფარველებს: ,,ყველას მას, ვინც ჩვენ შეგვიფარა, ვინც ამ სოფლებში ჩვენ გვაჭმევს... მიეზღოს ქრისტესაგან”.  XV საუკუნის მეორე ნახევარში ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქია ,,პატარა საქართველოებად” _ ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის სამთავროდ დაიშალა. XVI ს. დამდეგიდან მახლობელ აღმოსავლეთში გაბატონებისათვის სპარსეთსა და ოსმალეთს  შორის ხანგრძლივი ბრძოლა დაიწყო. 1555 წლის ამასიის ზავით მათ ამიერკავკასია გაიყვეს. ქართველი ხალხი უთანასწორო ბრძოლაში ჩაება აგრესორების წინააღმდეგ. სომეხი ხალხი დამპყრობთაგან გათავისუფლების იმედებს ქართლისა და კახეთის მეფეებს უკავშირებდა. 1603 წელს შაჰ-აბას I-მა (1587-1629) მდ.არაქსი გადმოლახა, აიღო ჯულფა, ნახიჩევანი და ერევნის ციხეს ალყა შემოარტყა. მომდევნო წელს შაჰმა ერევანი აიღო და იქ სახანო დააარსა. იმავდროულად მან კახეთს კაკ-ენისელი, ხოლო ქართლს ლორეს მხარე და დებედას ხეობა ჩამოართვა, სადაც თურქმანული ტომი ბორჩალუ ჩაასახლა. ამდენად, შაჰმა ქართლსა და კახეთს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მხარეები ჩამოაშორა და შემდგომი აგრესიისთვის ხელსაყრელი პლაცდარმი შექმნა. 1614-1617 წწ. კახეთში ლაშქრობების დროს ამ მხარემ უდიდესი და გამოუსწორებელი ზარალი ნახა. 100 ათასამდე ქართველი მტერს შეაკვდა, 200 ათასამდე ტყვედ წაიყვანეს სპარსელებმა და ირანის შიდა პროვინციებში ჩაასახლეს. ქვეყანა მოოხრდა და გაუკაცურდა. დაცარიელებულ ადგილებში სომხები სახლდებოდნენ. ეს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებსაც შეესაბამებოდა. ისინი მისდევდნენ სოფლის მეურნეობას, მაგრამ ძირითადად ისეთსავე როლს ასრულებდნენ, როგორსაც ბერძენი და ებრაელი ვაჭრები ოსმალეთში, თავიანთ კომერციულ და დიპლომატიურ კავშირებს იყენებდნენ სომხურ დიასპორებში და საქართველოში ვაჭრობის სფეროს აკონტროლებდნენ. ეს პროცესი შემდგომ წლებშიც გრძელდებოდა. სრულიად სომეხთა კათალიკოსის ჰაკობ ჯუღაეცის 1667 წლის სიგელში ქებით იხსენიება როსტომ მეფე (1632-1658) სომეხთა შეფარებისა და მათდამი გამოჩენილი კეთილგანწყობისთვის. გახშირდა შემთხვევები, როდესაც სომხები ვალის გამო ქართველ მემამულეთა მიწებს ეუფლებოდნენ. ამასთანავე, ისინი ხშირად ქართული ეკლესიების ირგვლივ სახლდებოდნენ, შემდეგ ვაჭრობით, აღებ-მიცემობით, ხელოსნობით ეკონომიურად მოღონიერდებოდნენ, გადაბირების გზით ქართულ ეკლესიას მრევლს ჩამოაშორებდნენ და ეკლესიას გაასომხურებდნენ. ცნობილია, რომ ქართლის მეფის ერეკლე I-ის (1688-1703) 1692 წლის 7 იანვრის ბრძანებით თბილისის ჯვრის მამის ქართული ეკლესიის ირგვლივ დასახლებული სომხები აყარეს და სხვა ადგილას გადაასახლეს. ვახუშტი ბაგრატიონი თბილისის რამდენიმე ეკლესიის შესახებ აღნიშნავს ,,აწ უპყრავთ სომეხთაო”. იმავე ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ქვემო ქართლში ,,ახპატი და სანაინი მეფეთა ქართველთა აღშენებული ეკლესიანი გუმბათიანი... გარნა აწ სხედან სომეხნი”. XVIII საუკუნის დასაწყისში სომეხ-ქართველთა განმათავისუფლებელი ბრძოლის მეთაური ქართლის მეფე ვახტანგ VI იყო. სომეხი ისტორიკოსები სომხური ჯარის შექმნას მის სახელს უკავშირებენ. ამავე ხანებში სომეხთა წრეში ქართულ-სომხური სახელმწიფოს შექმნის იდეა მომწიფდა, რომლის რეალიზებისთვისაც აქტიურად იღვწოდნენ სომეხი მოღვაწეები _ განძასარელი კათალიკოსი ესაია ჰასან ჯალალიანი, ისრაელ ორი, ტიგრან მინასიანი.

ისინი სომეხთა გათავისუფლების საკითხს ქართველებს უკავშირებდნენ. მათი იდეა იყო თანასწორუფლებიანი ქართულ-სომხური  ფედერაცია ქართველი მეფით სათავეში.

 

         XVIII ს. 20-იან წლებში რუსეთმა გაააქტიურა თავისი პოლიტიკა აღმოსავლეთში. ამ პერიოდში საქართველოს მესვეურებმა სცადეს რუსეთთან კავშირის მეოხებით გაეთავისუფლებინათ ქვეყანა სპარსეთის უღლისაგან. ვახტანგ VI-ის ინიციატივით რუსეთთან დაიდო ფარული შეთანხმება ერთობლივი საომარი მოქმედებების შესახებ. მეფე ენერგიულად შეუდგა სომეხ მელიქებთან და სამღვდელოებასთან მოლაპარაკებას და სომეხთა ჯარის ორგანიზაციის საქმეს. 1722 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარმა კასპიისპირეთში მოქმედება დაიწყო. ვახტანგ VI ქართველ-სომეხთა ლაშქრით რუსებს დარუბანდსა და ბაქოს შორის უნდა შეერთებოდა. მაგრამ რუსეთის ჯარი, ოსმალეთის პროტესტის გამო, დარუბანდიდან უკან გაბრუნდა. რუსეთის მიერ მოტყუებული ქართლის მეფე, რომელსაც სპარსეთთან და ოსმალეთთან ურთიერობა გაურთულდა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან ტახტი დაკარგა და დახმარების მიღების იმედით, მრავალრიცხოვანი ამალით რუსეთში გაემგზავრა. 1723 წელს ოსმალეთმა მთელი აღმოსავლეთ ამიერკავკასია დაიპყრო. 1724 წლის ივლისში სტამბოლში რუსეთ-ოსმალეთს შორის შეთანხმება დაიდო, რომლის ძალითაც რუსეთი შეურიგდა ოსმალეთის მიერ აღმოსავლეთ საქართველოსა და სომხეთის დაპყრობას. 1724 წლის შემოდგომაზე კათალიკოსი ესაია ჯალალიანი ვახტანგ VI-ს წერდა, რომ მისი რუსეთში წასვლით დიდი იმედი მიეცათ და ,,ჩვენ ყოველ წუთს თქვენს ჩამოსვლასა და წერილს მოველითო”. მაგრამ რუსეთის დახმარების მომლოდინე ვახტანგ VI 1737 წელს ასტრახანში გარდაიცვალა და მისმა რუსულმა ორიენტაციამ მარცხი განიცადა.

 

        XVIII საუკუნის შუა ხანებში ქართლისა და კახეთის მეფეებმა თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ აღმოსავლეთ საქართველო ყიზილბაშებისაგან გაწმინდეს. 1749 წლის შემოდგომაზე, როცა ერევნის სახანოს მომთაბარე თურქმანული ტომები შეესივნენ, ერევნის ხანმა დახმარებისათვის ქართველ მეფეებს მიმართა. მათ ეს წინადადება მიიღეს, სომეხთა ლაშქართან ერთად მტერს შეებნენ და გაიმარჯვეს. ამის შემდეგ ერევნის სახანო ქართლ-კახეთის მფარველობაში შევიდა, რასაც სომეხი ხალხი და სამღვდელოება კმაყოფილებით შეხვდა. მალე, ქართლ-კახეთის მფარველობა ნახიჩევანის სახანომაც აღიარა. 1750 წელს ქართლ-კახეთის ჯარებმა ყარაბაღის (სივნიეთი ქართულად) სახანოც დალაშქრეს. ქართველთა ლაშქარში განძასარელი  კათალიკოსი და სომეხი მელიქებიც იყვნენ. ქართველთა და სომეხთა ლაშქარმა გაიმარჯვა და აქაც ქართლ-კახეთის გავლენა დამყარდა. სომეხთა კათალიკოსი ლუკა ერეკლე II-ს საქართველოსომხეთის მეფედ აღიარებდა და მის მიერ მოპოვებულ წარმატებებს თანაუგრძნობდა. ამიერიდან სომეხთა მთელი გულისყური ერეკლე მეფისაკენ იყო მიპყრობილი. სომხეთის გათავისუფლების გეგმებს მის დახმარებაზე აგებდნენ. XVIII ს. 70-იან წლებში ინდოეთის სომხურმა ბურჟუაზიამ საქართველოსა და სომხეთის ერთიანი სახელმწიფოს შექმნის იდეა კვლავ წამოაყენა.

 

           XVIII საუკუნის ბოლოს სამხრეთ კავკასიისათვის ბრძოლაში რუსეთის იმპერიაც ჩაება. 1783 წელს ერეკლე II იძულებული გახდა რუსეთთან მფარველობით ტრაქტატზე მოეწერა ხელი, რამაც ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეოპოლიტიკური მდგომარეობა ძალზე გაართულა. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანი ქართლ-კახეთის დასასჯელად დაიძრა. ყარაბაღის ხანი შუშის ციხეში ჩაიკეტა და მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევდა, ხოლო ყარაბაღელი მელიქები მეჯლუმი და აბო სპარსელებს შეუერთდნენ.

 

       სომეხთა კათალიკოსმა ლუკამ, თავი რომ გადაერჩინა, `სამხედრო ხარჯის დასაფარად” საქართველოში მიმავალ აღა-მაჰმად ხანს 100 000 მანეთი მისცა; ამასთან, მან სპარსეთის მბრძანებელს სთხოვა, საქართველოში მცხოვრები სომხებისთვის არ ევნო. მეორე მხრივ, შეძლებული სომხები ყარაბაღიდან, ერევნიდან და სხვა ადგილებიდან საქართველოში გამორბოდნენ და აქ იხიზნებოდნენ. კრწანისის  ბრძოლისას ქართველთა  ჯარმა  სპარსელები  პირველ შეტაკებისას დაამარცხა  აღა მაჰმად ხანმა იფიქრა  ვერ დავამარცხებო  ქართველებსო და უკან გაბრუნდა გზაში მათ  დაეწიათ ორი სომეხი  მელიქი (რომლებიც ერეკლე მეორეს თავის კარში  ყავდა)  და  უთხრეს  ხანს  „ქართველებს ჯარი არყავთო, დაბრუნდით და აიღებთ  თბილისსო“.  ამით  გახარებული ხანი  მართლაც დაბრუნდა და მცირერიცხოვანი ქართველთა ჯარი  ვერ გაუმკლავდა 30 ათასიან სპარსელებს  და  დამარცხდა. სპარსელებმა  ააოხრეს  თბილისი და მთლიანად აღმოსავლეთ საქართველო.

 

       თბილისის და  აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები სომხობამ მას მერე გამოყვეს სოროდან თავი  როდესაც ხანმა დატოვა საქართველო. ამ სომხებმა  დაიკავეს  იმ ქართველთა სახლები  რომლებიც დაიღუპნენ   სპარსეთის  წინააღმდეგ  ბრძოლაში, დანგრეულ  ეკლესიებს და მონასტრებს  სომხობამ გუმბათი შეუცვალა და „სომხური“ გახადა. თბილისში ქართული მოსახლეობის  უმეტესობამ   ქვეყნისთვის ბრძოლაში  დაიღუპა  ხოლო  სომხობამ სოროებიდან გამოსვლის  შემდეგ  საქართველოს დედაქალაქში  უმრავლესობასაც  შეადგენდა.

 

    უნდა  აღინიშნოს  რომ  როდესაც  სპარესთის  ხანი ნადავლით უკან ბრუნდებოდა   მან უთხრა  სომეხ მელიქებს  „რაც  ქრისტიანებს ეკუთნოდათო  მას  თქვენ დაგიტოვებთო“ და  სომეხ მელიქებს გადასწა ქართული ეკლესიებიდან მოპარული  წმინდა  ოქროს  ჯვრები  და  ყველაფერი რაც  ქრისტიანობას  შეეხებოდა  სომეხ მელიქებს  დაუტოვეს.

 

        თბილისის აოხრების შემდეგ სომეხთა ახალი დიდი ტალღა შემოვიდა საქართველოში. ივ. ჯავახიშვილი ამასთან დაკავშირებით გულისტკივილით წერდა: `ერეკლე მეფის დროს სომეხთა საქართველოში შემოხიზვნის ხასიათი, როგორც ახლა ირკვევა, თვალსაჩინოდ იცვლება: თუ წინათ ეს გადმოსახლება სტიქიური თვისებისა იყო და მას არავითარი პოლიტიკური მიდრეკილება და მნიშვნელობა არ ჰქონდა, XVIII საუკუნის დასასრულს გარკვეული პოლიტიკური ელფერიც ზედ დაერთო. თუ წინად საქართველოში მომავალი სომხები საქართველოს მფარველობისა და ქვეშევრდობის მოიმედენი იყვნენ ხოლმე, ამიერიდან ისინი უკვე გარეშე ძალის მფარველობას ეძებდნენ და მათის დახმარებით ცდილობდნენ საქართველოში თავიანთი პოლიტიკის გატარებას.”   1801 წელს რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო შეიერთა. მალე, ქართლ-კახეთის ბედი სხვა ქართულმა პოლიტიკურმა ერთეულებმაც გაიზიარეს. XIX საუკუნიდან საქართველოს ტერიტორიაზე სომხური მშვიდობიანი ექსპანსიის პოლიტიკა ახალ ფაზაში შევიდა. რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომის შემდეგ თურქეთიდან, ძირითადად არზრუმის საფაშოდან აყრილმა 40 ათასი სომეხი ცარიზმმა სამცხე-ჯავახეთში ჩაასახლა. ამერიკელი ისტორიკოსისა და პოლიტოლოგის რ.ოვანესიანის ცნობით, 1830 წლისათვის 100 ათასზე მეტი სომეხი დასახლდა ახალქალაქისა და ახალციხის მხარეში. რუსეთ-თურქეთის ომების შედეგად სომეხ ლტოლვილთა ახალი ტალღები სახლდებოდნენ ქართულ მიწებზე: ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, აფხაზეთში. ქართულ მიწაზე ფეხის მოკიდებისთანავე მათ ხელი მიჰყვეს ქართული ეკლესიების დაპატრონებას და სომხურ წესზე გადაკეთებას. ასე მოიფინა ,,სომხური ეკლესიებით” XIX საუკუნეში სამცხეჯავახეთი და მთელი საქართველო. იმ ხანებში, რუსი პუბლიცისტი ლ. ზაგურსკი გულისტკივილით წერდა: `სომეხთა ჩასახლების შედეგად ახალციხის მაზრაში ქართველთა სოფლები ოაზისებად შემორჩა, კუთხემ ისეთი ელფერი მიიღო, თითქოსდა აქ სომხები თავიდანვე ცხოვრობდნენ. სომხები თავისუფალნი იყვნენ თავის მოქმედებებში, ისინი ანგრევდნენ ეკლესიებს, მონასტრებს, ისე გათავხედნენ, რომ ახალციხის ნორ-ერზერუმად გადარქმევას აპირებდნენ”“. ლ. ველიჩკოც ვერ მალავდა აღშფოთებას: `სომხები ხელიდან არ უშვებენ შემთხვევას, პარაზიტული ხერხებით განადიდონ თავიანთი ისტორიული „დამსახურებები თუ ამჟამინდელი ღირსებები; გზა და გზა ცდილობენ დაჩრდილონ ის მეზობელი ხალხები, რომელთაც ბევრად ნათელი ისტორია და ღირსება გააჩნიათ, ვიდრე საკუთრივ სომხებს.

ისტორიულ-არქეოლოგიურად სომხები ქართველებს უსინდისოდ ძარცვავენ _ ისტორიული ძეგლებიდან ამოკაწვრით შლიან ქართულ წარწერებს, იტაცებენ უძველეს მართლმადიდებლურ სამრეკლოებს და დაცარიელებულ ეკლესიებს... თხზავენ ისტორიულ სისულელეებს და ძველ სომხურ სამფლობელოებად წარმოგვიდგენენ იმ სანახებს, სადაც ყოველი ქვა ქართული სამეფოს წარსულზე მიანიშნებს... გვერდს უვლიან რა ისტორიული ძეგლების დამაჯერებელ ღაღადისს, ყველანაირად ცდილობენ მოიპარონ ქართული ისტორიული ოლქის _ საათაბაგოს მდიდარი წარსული, რომელიც ათაბაგი ჯაყელების სამმართველო ტერიტორია გახლდათ და რომელიც ამჟამად ახალციხის მაზრაში შედის. არადა, ნებისმიერმა კავკასიელმა კარგად იცის, რომ აქ დღემდე შემორჩენილია თამარ მეფის ხელმწიფობის კვალი... რომ სომეხთა უმეტესი წილი XIX საუკუნეში თურქეთიდან არიან ლტოლვილები და არა მკვიდრი მოსახლეობა”. სომხები ცდილობდნენ მიეტაცებინათ ქართული ეკლესიები ქვემო ქართლში, ჯავახეთში, შიდა ქართლში, თბილისსა და მის შემოგარენში, კახეთში. მათ შორის, სამშვილდის სიონი, ქურმუხის წმ.გიორგი, ბოლნისი, დმანისი, მანგლისი, ფოკა, ალასტანი, თავფარავანი და სხვა; მიიტაცეს და გაასომხურეს თბილისის წმ. ნიკოლოზის (ამჟ. სურბნშანი), თელეთის წმ.გიორგის, რატევანის წმ.გიორგის, გიშის, ახტალის, ლორეს, სანაინის, ქობერის, ოსკიპარის, ჰუჯაბის და მრავალი სხვა ეკლესია. ისინი მხოლოდ ეკლესიების დაუფლებას არ სჯერდებოდნენ და ქართულ მიწებზე განაცხადეს პრეტენზია. 1913 წელს სომხებმა ახალქალაქის მაზრის თბილისის გუბერნიიდან გამოყოფა მოითხოვეს.

მათ სურდათ სომხურ მაზრებთან შეერთებით სომხური გუბერნია შეექმნათ, მაგრამ სპეციალურმა კომისიამ ეს აზრი უარყო, რის საბუთადაც, პირველ რიგში, თბილისთან და ქართულ მხარეებთან ჯავახეთის უმჭიდროესი კავშირი დაასახელა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. 28 მაისს კი თბილისში მოქმედმა სომხურმა ეროვნულმა საბჭომ სომხეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მრავალი საუკუნის შემდეგ სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო აღდგა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა ბორჩალოს, სიღნაღისა და თბილისის მაზრების სამხრეთ საზღვრებზე სასაზღვრო ჯარი ჩაეყენებინა. ამ გადაწყვეტილებამ სომხეთის ხელისუფლების პროტესტი გამოიწვია. სომხეთი ისტორიულ საფუძველზე საზღვრის გატარების კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, რადგან ის საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე წარმოქმნილ `სომხეთის” სახელმწიფოს არსებობას საფრთხეს უქმნიდა. სახელმწიფო საზღვრების დადგენის მიზნით შეიქმნა შერეული კომისია, სადაც სომხეთის წარმომადგენლებმა  ლორეს, ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრის 2/3-ის სომხეთისთვის გადაცემა მოითხოვეს. ბუნებრივია, საქართველოს მხარე ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა, რასაც კომისიის მუშაობის შეწყვეტა მოჰყვა.

1918 წლის ივნის-ივლისში ქართულმა ჯარმა შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე საქართველოს ისტორიული ტერიტორია, მათ შორის ქალაქები _ სოჭი და ტუაფსე დაიკავა. 1918 წლის შემოდგომაზე გენერალ ა. დენიკინის ,,მოხალისეთა არმია” საქართველოსაკენ დაიძრა. ნოემბერში ქართულმა ჯარმა ტაქტიკური მოსაზრებით ტუაფსე დატოვა და სოჭთან გამაგრდა. ასეთ რთულ ვითარებაში, 1918 წლის 7 დეკემბერს, სომხეთი ომის გამოუცხადებლად შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. დაშნაკური მთავრობის განცხადებაში ეს ფაქტი შეფასებული იყო, როგორც `ადგილობრივი” სომხური მოსახლეობის შეიარაღებული გამოსვლა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მათი სამკვიდრო მიწა-წყლის სომხეთთან შეერთების მიზნით. დაშნაკებს გადაწყვეტილი ჰქონდათ თბილისის აღება და სომხეთის დედაქალაქად გამოცხადება. იმავე ხანებში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პროვოცირებულ იქნა სოჭის სომხური მოსახლეობის აჯანყება. იმავდროულად ,,მოხალისეთა არმიაც” შეტევაზე გადმოვიდა. ქართულ ჯარს ორ ფრონტზე ბრძოლის ძალა არ შესწევდა და იძულებული გახდა სოჭი დაეტოვებინა.

თავდაპირველი წარუმატებლობის მიუხედავად, ქართული ჯარი მალე კონტრშეტევაზე გადავიდა და სომხეთის არმია უკუაგდო, რომელიც სრულ განადგურებისაგან ინგლისის მისიამ იხსნა. სომხეთის მთავრობამ ზავი ითხოვა და სტატუს ქუო-ს აღდგენაზე დათანხმდა. 31 დეკემბერს საომარი მოქმედებები შეწყდა.

,,ასე დასრულდა ეს სამწუხარო ამბავი..., _ წერდა ამ ომის მონაწილე ქართველი ოფიცერი ვ.გოგუაძე, _ სომხები ჩვენ საქართველოში დავასახლეთ, ჩვენ მათ ვეძმეთ, მათ მუდამ კარგად ვეპყრობოდით, გასაჭირში ვშველოდით და სომხის პოლიტიკოსებმა ჩვენი ამაგი ასე დააფასეს”. 1919 წლის 1 იანვარს ინგლისის ჯარებმა დაიკავეს ლორესა და ბორჩალოს რაიონების ტერიტორია, რომელიც `ნეიტრალურ ზონად” გამოცხადდა. 9 იანვარს თბილისში სომხეთ-საქართველოს საზავო კონფერენცია გაიხსნა, რომელზეც დროებითი დაზავების პირობები დაზუსტდა. იმ ტერიტორიას, რომელსაც სომხები ედავებოდნენ ქართველებს, ინგლისელები და ფრანგები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილად განიხილავდნენ. სომხური დელეგაციის პრეტენზიები ახალქალაქის მაზრასთან დაკავშირებით ინგლისისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა უარყვეს და ეს საკითხი კონფერენციის დღის წესრიგიდან მოიხსნა. შემდგომში სომხური მხარე ამ გადაწყვეტილების გადასინჯვას მოითხოვდა. ლორეს ნეიტრალური ზონის ადმინისტრაცია შერეული _ ქართულ-სომხური იყო. მასზე კონტროლს ახორციელებდა ინგლისის, შემდგომში კი აშშ-ს სამხედრო წარმომადგენელი. 1919 წლის 22 იანვარს სომხეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა დროებით საზავო ხელშეკრულებას, რომლის თანახმად სომხეთ-საქართველოს ომის შეწყვეტა და ლორეს ნეიტრალური ზონის შექმნა იურიდიულად გაფორმდა. სომხეთის მთავრობის პოლიტიკა, დასავლეთის ქვეყნების დახმარებით  გაეფართოებინა სომხეთის საზღვრები, კინაღამ წარმატებული აღმოჩნდა: 1920 წლის აგვისტოში სევრში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც სომხეთს უნდა გადასცემოდა ანატოლიის აღმოსავლეთი პროვინციის ნაწილი; საქართველოს ისტორიული მიწების ხარჯზე სომხეთს ზღვაზე გასასვლელიც ეძლეოდა. ამავე დროს დაშნაკები ანტანტისგან ყარაბაღისა (რომელიც აზერბაიჯანის საზღვრებში შედიოდა) და ე.წ. `ლორეს ნეიტრალური ზონის” გადაცემას მოელოდნენ. თურქეთში მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან პირისპირ დარჩენილმა ინგლისმა გადაწყვიტა ქემალისტური ჯარების წინააღმდეგ, პირველ რიგში, დაშნაკური სომხეთი გამოეყენებინა. თურქეთთან დამარცხების შემდეგ, სომხეთმა 1920 წლის 26 ნოემბერს ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის თანახმად უარი განაცხადა სევრის ხელშეკრულებაზე. რამდენიმე დღის შემდეგ, 29 ნოემბერს, სომხეთში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. ნოემბრის დასაწყისში ინგლისის მისია ლორეს ნეიტრალური ზონიდან გავიდა და ეს მხარე საქართველოს ჯარმა დაიკავა.

მალე, საბჭოთა სომხეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ლორეს ოლქიდან ჯარის გაყვანა მოსთხოვა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ დაიცვა საკუთარი ტერიტორია. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, სომხეთმა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას ახალციხე-ახალქალაქის მაზრებსა და ლორეს ოლქზე პრეტენზია წაუყენა. ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების გადაცემაზე საბჭოთა სომხეთს უარი ეთქვა, ხოლო ლორეს მხარე 1921 წლის 7 ივლისის დადგენილებით გადაეცა. ასე მოწყვიტეს საქართველოს მისი ისტორიული ტერიტორია.

 

           1985 წ. ქ. ათენში დაშნაკცუთუნის XXIII ყრილობა გაიმართა, სადაც მომავალი დამოუკიდებელი სომხეთის გაფართოებაზე იმსჯელეს. ყრილობაზე დაშნაკებმა სომხეთის ორი მიმართულებით _ აზერბაიჯანისა და საქართველოს _ გაფართოების საკითხი დასვეს. კენჭისყრის დროს დელეგატებმა აზერბაიჯანის მიმართულება და მთიანი ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტა აირჩიეს, რაც, მათი აზრით, საერთაშორისო საზოგადოების ნაკლებ აღშფოთებას გამოიწვევდა. 1988 წელს სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომელიც 1994 წელს აზერბაიჯანიდან ყარაბაღის ჩამოშორებით დასრულდა. პოსტსაბჭოთა სომხეთმა მოსკოვს თავისი გეოპოლიტიკური სივრცე შესთავაზა, სანაცვლოდ, რუსეთის ინტერესების შესაბამისად, თავისი გეგმების განსახორციელებლად სამხედრო დახმარების გარანტია მიიღო. ისევე როგორც ადრე არაერთხელ, საბჭოთა ხელისუფლების წლებშიც, ქართველებს არაერთხელ გაუწვდიათ დახმარების ხელი მოძმე მეზობელი ხალხისთვის. 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრის დროს პირველები ქართველები დაუდგნენ მეზობლებს გვერდში, ხოლო ათასობით დაზარალებულმა საქართველოს შეაფარა თავი და საბოლოოდ აქვე დარჩა. რუსეთ-საქართველოს 1992-1993 წწ. ომის დროს აფხაზეთის სომხური დიასპორის დიდი ნაწილი ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოვიდა. მათ ე.წ. ბაგრამიანის ბატალიონი შექმნეს და განსაკუთრებული სისასტიკით ებრძოდნენ ქართველებს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მრავალი სომეხი იბრძოდა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას თავიც შესწირა. 2001 წლის ნოემბერში, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში დაშნაკთა ლიდერების კრება გაიმართა, სადაც სამცხე-ჯავახეთის სომხეთთან შეერთების საკითხი განიხილებოდა. კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება რეგიონისათვის ავტონომიის მინიჭების შესახებ, შეიქმნა `ჯავახეთის აღორძინების ფონდიც”, სერიოზული დაფინანსებით. ამის შედეგი იყო ჯავახეთის სომხური დიასპორის მიერ გამართული მიტინგები და დემონსტრაციები, სადაც მათთვის ავტონომიის შექმნის, შემდგომში კი სომხეთთან შეერთების მოთხოვნები წამოაყენეს.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის ფონზე ასეთი ,,იდეოლოგიური” დივერსია საქართველოსთვის დღეს განსაკუთრებით საშიშია. შესაძლო კონფლიქტით მხოლოდ რუსეთის იმპერია იხეირებს. ქართველი კაცი ყოველთვის მტკივნეულად აღიქვამდა, როცა მას მამულს და ქონებას ედავებოდნენ, ართმევდნენ ენას, ეკლესიას, კულტურას. ქართველი ხალხის გულისტკივილს იწვევს, როცა სომეხთა გარკვეული წრეები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში არსებული 650 თითქოსდა სომხური ეკლესიის მათთვის გადაცემის შესახებ მოთხოვნას უყენებენ;

პრეტენზიები აქვთ საქართველოს ზოგიერთი ისტორიული პროვინციის მიმართ და ა.შ. ბედმა და ისტორიამ ჩვენ მეზობლობა გვარგუნა და ამ მეზობლობას უნდა გავუფრთხილდეთ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებრიობა დაკარგული სომხეთის დიდი ნაწილი საუკუნეების განმავლობაში საქართველოს შემადგენლობაში შემოდიოდა, სომხური ქალაქები ანისი, დვინი, ერევანი ან სომხური პროვინციები ქართულ ქალაქებად და პროვინციებად საქართველოში არავის გამოუცხადებია.

სომეხთა ისტორიული მისწრაფება, როგორმე აღედგინათ დაშლილდაკარგული სახელმწიფოებრიობა, საუკუნეების განმავლობაში მუხტავდა სომხურ ისტორიულ მწერლობას; სომეხი ავტორების წადილი, დაემტკიცებინათ თავიანთი ისტორიულ-კულტურული უპირატესობა სხვა ხალხებზე და თუნდაც იდეაში განევრცოთ სომხეთის სახელმწიფოს საზღვრები მეზობლების ხარჯზე, დღემდე შემორჩა. სომეხთა ასეთ წადილს ილია ჭავჭავაძემ თავის დროზე ,,ქვათა ღაღადით” უპასუხა.

სომეხმა ერმა საქართველოს სახელმწიფოს დახმარებით არაერთხელ იხსნა თავი სრული განადგურებისგან, საქართველომ გაჭირვების ჟამს სამშობლოდან დევნილი სომხები შეიფარა და როგორც პროფესორი ა.აბრამიანი აღნიშნავს, ეს ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც სომხები უცხოობაში ყოფნას არ გრძნობდნენ.

 

მაგრამ სამწუხაროდ  სომხობას  რუსეთის  თეთრ და  წითელ იმპერიაში  ცხოვრებისას  შეეცვალათ  ეროვნული ხასიათი.  არნახული სისასტიკით  მოექცნენ  თავიანთ მეზობლებს  მთიან  ყარაბახში.  ამავდროულად  საქართველოს ისტორიულ  რეგიონს  სამცხე-ჯავახეთს  ჯავახკს  უწოდებენ  რათა ნიადაგი  შექმნან  მომავალი პრეტენზიებისათვის   ამ კუთხის მიმართ,  პარალელურად  მსოფლიო საზოგადოება დაარწმუნონ   ამ  პრეტენზიების  „საფუძვლიანობაში“.

 

მოგეხსენებათ  რომ  თანამედროვე  სომხეთი  შედგება საქართველოს  ისტორიული  ტერიტორიის  ნაწილიდან,  რუსეთის  დახმარებით  მათ   ჯერ კიდევ  გასული საუკუნის 90-ან წლებში  აზერბაიჯანის  ტერიტორიებიდან   შექმნეს  ახალი  სომხური   სახელმწიფო „არცახის“  სახელწოდებით  აზერბაიჯანი  დრეს  იბრუნებს  ამ ოკუპირებულ  ტერიტორიებს.

 

         ვიმედოვნებთ  რომ  სომხეთის  ხელისუფლებას არგაუჩდება  სურვილი   საქართველოს  ისტორიული  ტერიტორიაზე  გამოაცხადოს  მორიგი სომხური სახელმწიფოს  შექმნა  რადგან  ეს  უპირველეს  ყოვლის  თვით სომეხი ერის  ტრაგედიით  დამთავრდება  როგორ  ეს ხდება  დღეს  მთიან ყარაბახში.

 

 

     

ლიტერატურა:

 

 

 

 1.T. beraZe, m.sanaZe, 2003 _ T. beraZe, m.sanaZe, saqarTvelos istoria, wigni I, (antikuri xana da Sua saukuneebi), Tb., 2003.

 

 2.v.goguaZe, 1992 _ v.goguaZe, mogonebani, wgn. dabruneba. qarTuli emigrantuli literatura, 3, Tb.,1992.

 

 3.vaxuSti bagrationi, 1973 _ vaxuSti bagrationi, aRwera samefosa saqarTvelosa, ,,qarTlis cxovreba”, t.IV, Tb., 1973.

 

  4.Tovma mewofeci, 1987 _ Tovma mewofeci istoria Temur-lengisa da misi STamomavlobisa. Tb., 1987.

 

 5.g. maisuraZe, 1982 _ g.maisuraZe, somexi da qarTveli xalxebis urTierToba XIII-XVIIIss.-Si, Tb., 1982.

 

6. g. maisuraZe, 2002 _ g. maisuraZe, narkvevebi saqarTvelosa da somxeTis urTierTobis istoriidan IV-XII ss-Si, Tb., 2002.

 

 7.  v.nalbandiani, 1959 _ v.nalbandiani Tbilisi Zvel somxur mwerlobaSi. Tb., 1959. sin, 1973 _ saqarTvelos istoriis narkvevebi, t.IV, Tb.,1973.

 

8. somxeTi..., 2006 _ somxeTi _ mteri Tu moyvare? Tb., 2006. somxur xelnawerTa..., 1978 _ somxur xelnawerTa anderZebis (hiSatakaranebis) cnobebi saqarTvelos Sesaxeb (XIV-XVss.), Tb., 1978.

 

 9.iv. javaxiSvili, saqarTvelos sazRvrebi. istoriulad da Tanamedrove TvalsazrisiT ganxiluli, tfilisi, 1919.

 

  10. В. Л. Величко, 1904_ В.Л.Величко, Русское дело и междуплеменные вопросы. Польное собрание публицистических сочинений, т. 1, СПб,1904.

 

11.  В. Л. Загурский, 1873 _ Л.Загурский, Поездка в Ахалкалакский уезд в 1872 г. Тифлис, 1873.

 

12. История..., 1951 _ История армянского народа, часть первая. Под ред. Б.Н. Аракеляна и А.Р.Ионнисяна, Ереван, 1951.

 

13.  Н. Я. Марр,1910 _ Н. Я. Марр, Надпись Епифания, каталикоса Грузии, СПБ., 1910.

 

14. Г.Р.Мархулия. Армяно-грузинская мирная конференция 1919 года и создание лорийской нейтральной зоны.Тб., 2005.

 

15. Г. Р. Мархулия. 2006 _ Армянский сепаратизм на Южном Кавказе, _ Возраждение XXI век, №104-105, Баку, 2006.

 

16. R.Hovannisian,Armenia on the road tu Independence 1918. University of California Press. Berkley and Los Anjeles, 1969. 269 d

წაკითხულია : 7597


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები