საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

19.05.16 17:45


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელმა იოსებ კობახიძემ ერთი წუთის განმავლობაში ორძელზე 45,4 კგ ტვირთით 34 აზიდვა შეასრულა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

კობახიძემ ბრიტანელი სპორტსმენის რეკორდი მოხსნა, რომელიც ასეთივე ტვირთით 28-ჯერ აიზიდა.

კობახიძის რეკორდი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ ოფიციალურად დააფიქსირა, რასაც გინესის რეკორდების წიგნს გადასცემს, იუწყება უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახური.

იოსებ კობახიძისთვის ეს უკვე მეორე რეკორიდა: პირველი რეკორდი მან გასულ წელს, წოლბჯენში აზიდვების შესრულებაში დაამყარა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები