ეკონომიკა

ცქიტიშვილი: ლარის კურსი არის ინდიკატორი იმისა, თუ რა ხდება ქვეყანაში

05.11.20 14:40


ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურებაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა იქონია.

 

„როდესაც ლარზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია ლარზე არ აისახოს მთლიანად ის პროცესი, რომელიც მიდის ქვეყანაში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ლარზე, ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ლარის კურსი არის ინდიკატორი იმისა, თუ რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში.

 

როდესაც განსაკუთრებით ჩვენ ვართ არჩევნების რეჟიმში, როდესაც ვხედავთ რომ არჩევნები ჩატარდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. ისინი ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებენ, რომ ნებისმიერი დავა, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი წარიმართოს სამართლებრივი გზით, რაც პირველ რიგში ნიშნავს სამართლებრივად ცესკოში ოქმების გასაჩივრებას, ნაცვლად ამ პროცესისა, ვხედავთ ოპოზიციის ქმედებას, შევარდნის მცდელობას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, ეროვნული ბანკის ცნობით, ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3409 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2988 ლარი იყო.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები