პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტთან ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ

06.11.20 16:20


ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტთან ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ. ისინი ადგილზე შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

 

ბიზნესცენტთან მყოფი აქტივისტების განცხადებით, სროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა ისინი აქციას მართავდნენ, რითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

 

როგორც ჟურნალისტებს აქციის მონაწილე ბესიკ გაზდელიანმა განუცხადა, ბიზნესცენტრთან სროლის ხმა დაახლოებით ხუთჯერ, აქტივისტების დასაშინებლად გაისმა.

 

"ვიღაცამ გაისროლა, როგორც ჩანს, ალბათ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო.

ამოიარა მანქანით. ვერ დავინახეთ, მაგრამ ამ ყველაფრის ნახვის საშუალება აქვს კამერას, რომელიც ყოველ ნაბიჯზეა. დაახლოებით 5- ჯერ გაისროლა ვიღაცამ აქ მყოფი პროტესტანტების დასაშინებლად", - განაცხადა ბესიკ გაზდელიანმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები