ანალიტიკა

აზერბაიჯანელი ჯარისკაცი - სიცოცხლე გავწირე ჩემი ჯერ კიდევ არდაბადებული შვილისთვის; რათა მათ პატივითა და აწეული თავებით იცხოვრონ

06.11.20 17:25


27 სექტემბრიდან 5 ნოემბრამდე, სომხეთის სამხედრო პროვოკაციების შედეგად, 92 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 404 დაიჭრა. მოკლული აზერბაიჯანელი ჯარისკაცების რაოდენობა ჯერჯერობით გასაჯაროებული არ არის, მაგრამ თითოეულმა მათგანმა ბრძოლა დაიწყო თავისუფლებისთვის, დამპყრობლებისგან მათი ქვეყნის გასათავისუფლებლად. ამ ბიჭების ოჯახები სამი ათწლეულის განმავლობაში ფიქრობდნენ მხოლოდ თავიანთ სახლებში დაბრუნებაზე, თავიანთ ფესვებთან დაბრუნებაზე, პატივი ეცათ თავიანთი წინაპრების ხსოვნას იმ ადგილებში, სადაც ისინი დაკრძალეს. მაგრამ ბევრისთვის ეს უკვე აუხდენელი ოცნებაა - სომეხი ნაციონალისტების მიერ განადგურებულია სახლები და სასაფლაოები. დღევანდელი მეომრები, ახალგაზრდა ბიჭები, იბრძვიან იმისთვის, რომ, აღადგინონ პატივი და ღირსება მათი, ვინც 30 წლის წინ აიძულეს დაეტოვებინათ ეს მიწები.

 

ასე დაემშვიდობა 28 წლის შაჰინი ოჯახს გადამწყვეტი ბრძოლის წინ:

 

"მალე მოხდება შეტევა, გადამწყვეტი ბრძოლა. თუ ცოცხალი დავბრუნდები, აღარ მოგიწევთ ჩემი სათქმელის მოსმენა.

 

ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით ჩემს მეუღლეს ქიამალას, თუ რამე დამემართა, არ იტირონ. არ იტირო ჩემთვის! გაფიცებთ!

 

ქიამალა, თუ მე და შენ ვაჟი გვეყოლა მას ჩემი სახელით დაარქვი - შაჰინი. უთხარით ბავშვებს, რომ მამას ისინი ძალიან უყვარდა. იმდენად უყვარდა, რომ სიცოცხლე მათთვის გაიღო.

 

იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრის გაკეთება არ დაგჭირდებათ და მე მოვალეობის შესრულების შემდეგ სახლში დავბრუნდები. მაგრამ თუ არ დავბრუნდი, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩემი სიცოცხლე გავწირე ჩემი ჯერ კიდევ არდაბადებული შვილისთვის, ჩემი და-ძმების შვილებისთვის, რათა მათ პატივით იცხოვრონ, თავები მაღლა ჰქონდეთ აწეული. ამისთვის მივდივარ ამ გადამწყვეტ ბრძოლაში. სხვანაირად არ შემიძლია - კაცობა არ მაძლევს ნებას!

 

... ჩვენ უკვე მზად ვართ შეტევისთვის. ახლა ტელეფონებს ჩავაბარებთ ...

 

დედა, მამა, ძალიან მიყვარხართ! ყოველთვის ვოცნებობდი, რომ გეამაყათ ჩემით!

 

მთელ ჩემს ოჯახს, ყველა ნათესავს, ახლობელს ვთხოვ - თავი მუდამ მაღლა ასწიეთ. ამისთვის მზად ვარ მოვკვდე.

 

აღზრდა არ გვაძლევს გაქცევის ან დამალვის საშუალებას.

 

მინდა იცოდეთ, რომ შაჰინი იბრძვის ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისთვის. მე ვაპირებ ჩვენი მიწების განთავისუფლებას! გკოცნით.

 

მშობლებო, ჩემო ოჯახო, გთხოვთ, გიყვარდეთ ჩემი ცოლი და შვილები, როგორც თქვენ გიყვარდით. შაჰინი მუდამ იცხოვრებს თქვენს მეხსიერებაში. იყავით საყრდენი ჩემი მეუღლისა და შვილებისთვის, როგორც თქვენ იყავით ჩემი საყრდენი, ისე რომ ჩემმა შვილებმა არ იცოდნენ რა არის უმამოობა. ძალიან გთხოვთ!

 

გკოცნით.

 

ღმერთმა გაგაძლიეროთ!

 

ძალიან მიყვარხართ.

 

მივდივარ…"

წაკითხულია : 1621


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები