პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: არჩევნები როგორც 2016 წელს, ისე 2020 წელსაც გაყალბდა

06.11.20 17:40


დღეს, 6 ნოემბერს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასა და 2020 წლის არჩევნებზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალია ის, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.

 

„ამ არჩევნების დროს გაყალბებებს ისეთი მასშტაბი მიეცა და ისე ითაღლითა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ამის ლოკალური გადაწყვეტილებებით გამოსწორების შანსს პრაქტიკულად ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

 

მისი თქმით, არჩევნები როგორც 2016 წელს, ისე 2020-ში გაყალბდა.

 

„ხალხის მრავალრიცხოვნებამ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, რომ ეს პარტიების აკვიატება კი არა, მათი პროტესტია“, - დასძინა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები