პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

09.11.20 10:15


რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება.

 

აქცია 18:00 საათზე განახლდება.

 

„ბრძოლა არ შენელდება, რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე ვიკრიბებით კვლავ“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

 

ინფორმაციისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღდმეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები