პოლიტიკა

ილჰამ ალიევი - ვისურვებდი, დადგეს დღე, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ერთად იმუშავებს, როგორც მაგალითად, ამას ვაკეთებთ სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობარ საქართველოსთან

09.11.20 17:40


ვისურვებდი, დადგეს დღე, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ერთად იმუშავებს, როგორც მაგალითად, ამას ვაკეთებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობარ საქართველოსთან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტელეკომპანია „ბიბისისთან“ ინტერვიუში გააკეთა.

 

„შეხედეთ, რამდენი პროექტი განვავითარეთ მათთან, რამდენად მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ეს კავშირი დაფუძნებულია ისტორიულ მემკვიდრეობაზე, პრაგმატიზმე, ინტერესების ბალანსზე. რატომ არის სომხეთი იზოლირებული? ოკუპაციის გამო. თუ შეხედავთ ჩვენს ენერგეტიკულ, ან სატრანსპორტო პროექტებს, ნახავთ, რომ ისინი სომხეთთან ახლოს გადის. ჩვენი რესურსების საერთაშორისო ბაზრებზე მოხვედრის უმოკლესი გზა სომხეთზე გადის და ეს მათ 1990 წელს შევთავაზეთ. ვუთხარით – გაათავისუფლეთ ტერიტორიები, ავაგოთ მილსადენი, რომელიც სომხეთის გავლით ნახიჩევანში გაივლის, შემდეგ კი თურქეთში. ამ შემთხვევაში ჩვენ ყველა ქვეყნის ინტერესებს გავაერთიანებდით, გარკვეულწილად რეგიონის ყველა ქვეყანა ერთმანეთზე დამოკიდებული იქნებოდა და ეს იქნებოდა მშვიდობის გარანტი. მათ თქვეს – არა“,- განაცხადა ალიევმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები