პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსასვლელად ბილეთის აღებას აპირებს

10.11.20 10:30


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ მან ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

 

„განვიხილავ საკითხს, გამოვაცხადო თარიღი, ავიღო თვითმფრინავის ბილეთი, ჟურნალისტებთან, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებთან ერთად... მე არაფრის მეშინია. თუ იმ დროისთვის ქართველი ხალხი მათ ისე მოარყევს, რომ ვერ გაბედონ ჩემი დაპატიმრება, ძალიან კარგი, უფრო ადვილი იქნება. თუ არა და არაფრის არ მეშინია“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საბოლოოდ ოპოზიცია გაიმარჯვებს და თავად კი, საქართველოში დაბრუნდება, ნებისმიერ შეთავაზებულ თანამდებობაზე უარს იტყვის.

 

„კიდევ ერთხელ ვამბობ, არცერთი თანამდებობა არ მსურს, რაც არ უნდა შემომთავაზონ, ვიტყვი უარს. მე მინდა ვიყო ჩემი თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე. მე მინდა ჩემს ვენახში დაბრუნება“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები