პოლიტიკა

ნიკა მელია: არჩევნების მეორე ტურის იმედი არის, შანსი – არა

10.11.20 11:30


შეკითხვაზე, არის თუ არა შანსი ოპოზიციის ლიდერებმა შეცვალონ გადაწყვეტილება და მიიღონ მეორე ტურში მონაწილეობა, “ნაციონალური მოძრაობის” ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გადაცემაში “ღამის კურიერი” ჩართვისას განაცხადა, რომ არის იმედი, თუმცა, შანსი არა.

 

“იმედი არის შანსი არა – ჩემი შეფასება ასეთია, ვიცნობ მე ამ ოლიგარქს.

ხელისუფლება ღელავს და სამართლიანად ღელავს, რადგან ისინი ასეთ შედუღებას არ ელოდნენ ოპოზიციისგან.

 

იცით თქვენ რას ნიშნავს, როდესაც დასავლეთი ხედავს ხარ არაფორმალური მმართველი ერთი და მერე ერთპარტიული წარმომადგენლობით ხარ პარლამენტში.

ეს ივანიშვილისთვის ნელი პოლიტიკური სიკვდილია.

 

ის, რაც ოპოზიციას ხელში უჭირავს არის ძალიან მძლავრი ბერკეტი, ივანიშვილთან დაპირისპირებაში. ივანიშვილი ახლა ცდილობს ხალხი დაღალოს და სატყუარა გადმოგვიგდოს, მაგრამ სატყუარაც აღარ არსებობს უკვე.

 

კონსტრუქციული დიალოგი არის ყოველთვის მისაღები, მაგრამ ის, რომ მშვიდობიანი მანიფესტი შეწყდეს და ჩვენ შევიყუჟოთ სადმე ოთახში და ასე წარიმართოს მოლაპარაკებები, ეს არის მიუღებელი,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები