პოლიტიკა

პოლიციელთა მხრიდან აქტივისტზე ძალადობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

10.11.20 12:00


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია იმ პოლიციელთა მიმართ, რომელბსაც 9 ნოემბრის საღამოს, რუსთაველის გამზირზე დაკავებული გიორგი მჟავანძე ძალადობაში ადანაშაულებს.

 

გამოძიება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

აღნიშნული დანაშაული გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და რასაც თან ახლდა დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

პოლიციამ რამდენიმე პირი, მათ შორის გიორგი მჟავანაძე ადმინისტრაციული წესით რუსთაველის გამზირზე დააკავა. მჟავანაძის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ პოლიციამ მჟავანძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი უკვე სწავლობს. როგორც ადვოკატი წერს, პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები