პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოების გაერთიანებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, მზად ვართ ნებისმიერთან ვისაუბროთ

10.11.20 12:20


ჩვენ ვართ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტია და ძალიან კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა. საზოგადოების გაერთიანების და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, მზად ვართ ნებისმიერთან ვისაუბროთ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

 

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა ისიც, რომ საზოგადოების მხარდაჭერით, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების შემდეგ, პარლამენტში დამოუკიდებლად 8 ოპოზიციური პარტია შევიდა და მათ ახლა, უფრო ძლიერი ბერკეტები და მექანიზმები აქვთ ოპონირებისთვის.​

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები