პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვართ, საბოლოოდ ოპოზიციაც აღიარებს არჩევნების შედეგებს

10.11.20 13:20


„თქვენ ხედავთ, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს არჩევნების შედეგებს,, ყოველდღიურად მოდის მოლოცვები სხვადსხვა ქვეყნიდან. ერთადერთი ვინც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, არის კონკრეტული დამარცხებული პარტიები, თუმცა ამ მიმართულებითაც ჩვენ ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოოდ ისინიც აღიარებენ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან პარტიის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან, განაცხადა.

 

მისი თქმით, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან სასაუბრო თემა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის სამზადისი და საარჩევნო სტატისტიკა იყო.

 

„განვიხილეთ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის ის, თუ როგორ ემზადება „ქართული ოცნება“ მეორე ტურებისთვის. ასევე განვიხილეთ, თუ რა ზომებია მისაღები იმისთვის, რომ მეორე ტური კანონით დადგენილ ნორმებში ჩატარდეს.

 

მივაწოდეთ ინფორმაცია არჩევნების სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება პირველ ტურს. ეს სტატისტიკა რანაირად არ განსხვავდება იმ სტატისტიკისგან, რომელიც გვქონდა ყველა წინა არჩევნებზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები