პოლიტიკა

"პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი დათმობაზე არ წავა" - ხატია დეკანოიძე

10.11.20 15:00


"პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი დათმობაზე არ წავა" - ასეთია ოპოზიციის გეგმები, რომელზეც "ნიუპოსტთან" ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.


"გეგმა უცვლელია ესაა მასშტაბური პროტესტი, რადგან ივანიშვილმა სხვა გზა არ დაგვიტოვა. შაბათს იქნება დიდი აქცია, თუმცა პროტესტი მანამდეც გაგრძელდება.


ჩვენი მოთხოვნები ცნობილია და არ ვაპირებთ იმ მოლაპარაკებებში შესვლას, რომლის მიზანიც დროის გაწელვაა. მოლაპარაკებებზე მხოლოდ ერთადერთი მიზნით დავსხდებით. ესაა განმეორებითი არჩევნები, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლილი, ახალი ადმინისტრაცია ჩაატარებს. ასევე, უცვლელი მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება"- აცხადებს დეკანოიძე.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები