პოლიტიკა

ბოკერია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე: გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა

10.11.20 15:20


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, რომ პროცესები ქუჩიდან გადაიტანონ მოლაპარაკების მაგიდასთან.

 

მისი თქმით, ეს განცხადება არის გაუგებარი და დამაბნეველი და მოუწოდა ენმ-ის თავჯდომარეს გააკეთოს მკაფიო განცხადება.

 

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს პოზიცია უცვლელია, რომ ამ პარლამენტში შესვლა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი, რომლის გაკეთებაც მოუწიათ ოპოზიციურ პარტიებს, რომ ამ მიეღოთ მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში.

 

„რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა და ველოდებით პარტიისგან, ნაციონალური მოძრაობისაგან და მისი თავჯდომარისაგან მკაფიო განცხადებას, რას გულისხმობს და რისი თქმა უნდოდა, რამე ცვლილება არის თუ არა მათ პოზიციაში.

 

ევროპული საქართველოს პოზიცია არის უცვლელი და არც შეიცვლება, რომ ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად, ამ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის ბევრად, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში.

 

ამ თამაშის წესების მხარდაჭერა არის ქვეყნის მომავლითვის დიდი საფრთხის შექმნა, თუკი ვინმეს, ამ შემთხვევაში ოლიგარქ ივანიშვილს შეუძლია, რომ მოგებული წაგებულად გამოაცხადოს არჩევნებში ამ მანიპულაციებისა და ნაბიჯების, დაშინებების და ზეწოლის შედეგად.“ - აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები