პოლიტიკა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

12.11.20 10:30


საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფაიგ გულიევმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური რუსლან აბაშიძე მიიღო.

 

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე ელჩმა განაცხადა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ მთელ რეგიონს. ფაიგ გულიევმა ასევე, აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების წარმატებით განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის შექმნილ თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და სოლიდარობას საერთაშორისო დონეზე. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები