პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე: ბოლომდე დავიცავ ჩემ პოზიციას და მარტო დარჩენის არ მეშინია, ხანდახან ეს სასარგებლოცაა

12.11.20 10:45


ბოლომდე დავიცავ ჩემ პოზიციას და მარტო დარჩენის არ მეშინია, ხანდახან ეს სასარგებლოცაა, – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ “ღამის კურიერის” წამყვანთან ირაკლი იმნაიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

“ვიცი, რომ როგორც ჟურნალისტსა და მოქალაქეს ჩემგან რეცეპტების მოსმენა გნებავთ, მაგრამ მე არავითარი რეცეპრები არ მაქვს. გარდა იმისა, რომ ზუსტად ვიცი და ბოლომდე დავიცავ ამას და არც მეშინია მარტო დარჩენის. რა პრობლემაა?! ხანდახან პირიქით სასარგებლოა იზოლაციაში ყოფნა და დეპრესიაში ყოფნა. იმიტომ, რომ ეს ფიქრის პროცესს იწყებს.

 

რეცეპტი დღესდრეობით არის ეს – პროტესტი უნდა გაგრძელდეს. რაც უფრო მასშტაბური იქნება, მით უკეთესი. ეს უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ ამავე დროს უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. ვსინჯოთ – შეიძლება, რომ მოინახოს კომპრომისი ორ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კითხვაზე, ვინმე იზიარებს მის ამ ხედვას პარტიაში? – პასუხობს:

 

“თვლა არ დამიწყია, მაგრამ საქართველოს მესამრე პრეზიდენტის ჩათვლით იმ ადამიანების აზრი, რომლებსაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ღია ან პრივატული ჩემთვის ღირებულია, თუმცა მათთან არაფერი შემითანხმებია. თვლას ნუ დავიწყებთ. ღმერთმა დაიფაროს პროცესი, რომ ისე არ დამთავრდეს, როგორც ეს საქართველოს მოქალაქეს უნდა, მაგრამ მოვლენების ლოგიკა გვაჩვენებს, რომ აბსოლუტურად სწორი ვიყავი”,  განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები