პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი გრიგოლ ვაშაძეზე: როგორი სასიამოვნოა, როდესაც უსმენ ადამიანს და ხვდები, რომ ვიღაცას კიდევ შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება

12.11.20 12:40


„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ ინტერვიუს გამოეწხმაურა.

 

მისი თქმით, ვაშაძის ინტერვიუ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო.

 

„როგორი სასიამოვნოა, როდესაც უსმენ ადამიანს და ხვდები, რომ ვიღაცას კიდევ შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება, ზოგადად, აზროვნება და ორი საწინააღმდეგო აზრის ერთდროულად განთავსება საკუთარ გონებაში.

 

საოცარი ინტელექტუალური სიღატაკით გამორჩეული პოლიტიკური დისკურსის ფონზე ჩვენ გარშემო, გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი ინტერვიუ ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო“, – წერს  სალომე სამადაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები