პოლიტიკა

აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური: ვისურვებდი, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა ვნახო

13.11.20 10:00


„ეუროფ თაიმ“-თან ინტერვიუში აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ ისურვებდა, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურის ხილვას.

 


ამერიკელი გენერლის თქმით, მთაინ ყარაბაღში ჩასული რუსი სამხედროები უფრო მეტად ოკუპანტები იქნებიან, ვიდრე მშვიდობისმყოფელები, როგორც ეს აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში ხდება.

 

ბენ ჰოჯესის თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სამომავლოდ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონი ვაშინგტონისთვის.

 

კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს რეგიონული ცვლილელები საქართელოს სატრანზიტო ფუნქციაზე, ამერიკელმა გენერალმა უპასუხა: „იქ რუსეთის სახმელეთო ჯარების საოკუპაციო ძალად ყოფნა სასარგებლო არ იქნება“.

 

ბენ ჰოჯესის განცხადებით, სომხეთში რუსული ბაზების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც საქართველომ და მისმა პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მ ყურადღება უნდა მიაქციონ.

 

„მსურს ვნახო საქართველოში აშშ-ის ინფრასტრუქტურის გაზრდა, განსაკუთრებით როტაციული ძალებისა და სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების, ასევე საზღვაო ძალების კომპონენტის მხარდაჭერა. ეს არის დიდი ძალების კონკურენციის ნაწილი, იმის დემონსტრირება, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ჩავდებთ ინვესტიციებს დიპლომატიაში, ინფორმაციასა და კერძო ეკონომიკაში, ასევე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაში“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები