ეკონომიკა

საგარეო ვაჭრობა წინა წელთან შედარებით 15%-ით შემცირდა- საქსტატის მონაცემები

13.11.20 11:45


საქართველოში საგარეო ვაჭრობა წინა წელთან შედარებით შემცირდა.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15%-ით ნაკლებია.

 

აქედან, ექსპორტი 2 715.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.1 %-ით ნაკლები)

 

ხოლო იმპორტი 6 444.2 მლნ. აშშ დოლარი (16.6 %-ით ნაკლები)

 

საქსტატის მონაცემებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 3 728.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7% შეადგინა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები